პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,ტოლერანტში" ფსიქო–სარეაბილიტაციო ლექცია/სემინარები ამოქმედდა

ფსიქო–სოციალური რეაბილილიტაციის კურსები თბილისში,ლუბლიანას ქუჩაზე ავტობუსში მცხოვრები ყურაძეების ოჯახით დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო, ფსიქოლოგიური პრობლემების უმთავრესი მიზეზი ოჯახის მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები გამოდგა. ამ მიზეზის აღმოფხვრის, ანდა ამ მიმართულებით რეალური შედეგების მომტანი ღონისძიებების გარეშე ფსიქორეაბილიტაციის პროცესის დაწყება უკუნაჩვენები იქნებოდა.
ფსიქორეაბილიტაციის პროცესის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, "პაციენტის" ნდობის მოპოვება-საყოფაცხოვრებო პრობლემების შემსუბუქების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. პროცესის დაჩქარების მიზნით ფსიქოლოგი მანანა სვიმონიშვილი თვითონ ჩაერთო საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათანადო განყოფილების წინაშეFფსიქოლოგმა აღძრა საკითხი ყურაძეების ოჯახის წევრის, წლინახევრის გუგა მელაძის სამედიცინო აღრიცხვაზე დაყენების საკითხთან დაკავშირებით. თავის დროზე ოჯახმა ვერ გადაიხადა გუგა მელაძის დედისათვის საკეისრო კვეთის ოპერაციის ხარჯის - 980 ლარი; ამ მიზეზით ოჯახმა ვერ მიიღო ე.წ. გაცვლა-გამოცვლის ბარათი, რომლიც აუცილებელ წინაპირობად წაუყენეს ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე ასაყვანად და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.

ფსიქოლოგის დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა ამ სოლიდური თანხის ანულირება და შესაძლებელი გახდა ბავშვის სრულფასოვანი მომსახურება.

,,ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის წარმატებით დასამთავრებლად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და რეალურ შედეგებამდე მივიდეს ოჯახის ადვოკატირების საქმე საჭიროა, ფსიქორეაბილიტაციის და ადვოკატირების სამსახურებმა მიმდინარე პროექტში ურთიერთშეთანხმებულად ვაკეთოთ ჩვენ-ჩვენი სამუშაო, საამისოდ კი აუცილებელია საქმიანობის ერთობლივი დაგეგმვა."-აღნიშნა ფსიქოლოგმა.

ადვიკატირების სამსახური უკვე კარგა ხანია ამოქმედებულია. ფსიქორეაბილიტაციის სამსახური კი ახლახანს ამოქმედდა და დღის წესრიგში სწორედ ამ ორი რგოლის კოორდინირებული მოქმედების, პირველ რიგში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შედგენის საკითხი დადგა.