შაბათი, 24 სექტემბერი 2022

კონკურსი სოციალური კლიპის მომზადება-გადაღებაზე.

ორგანიზაცია: ასოციაცია ,,ტოლერანტი”
გამოქვეყნების თარიღი: 21 ივნისი
ბოლო ვადა: 18 ივლისი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” აცხადებს კონკურსს სოციალური კლიპის სცენარის მომზადება-გადაღებაზე, ,,ევროკავშირის” მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება - ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში.” .


სოციალური კლიპი უნდა ემსახურებოდეს შემდეგ მიზნებს:
-პროექტისა და მისი მიზნების პოპულარიზაცია;
-რეპატრირებული მესხების საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო ჰუმანიტარული, იურიდიული - დახმარების აღწერა-გაშუქება;

 

კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
ერთი პრეტენდენტის მიერ პროექტზე შესაძლებელია რამდენიმე ალტერნატიული სცენარის შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

სოციალურ კლიპებზე ან სცენარებზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
თითოეულმა პრედენდენტმა ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. გადმოგზავნით უნდა დააფიქსიროს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, ან მოგვაწოდოს განცხადება შემდეგ მისამართზე:
ქ.ახალციხე რუსთაველის ქუჩა#47.
თითოეულმა მონაწილემ მის მიერ დაწერილი დეტალური სცენარი უნდა გამოაგზავნოს 18 ივლისამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 599 51 36 22; 599 58 05 60