გაზეთი "ფესვები"
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 07:39
- ავტორი: inga
- გადასვლები: 1954
გაზეთი ,,ფესვები"
გაზეთი ,,ფესვები"
9 მაისს, 23:15 საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნებას” ეთერში გავა ასოციაცია ,, ტოლერანტის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ,,ერთი კენჭი სამშობლო”.
15 აპრილს ასოციაცია ,,ტოლერანტმა” თბილისში საინფორმაციო კვლევითი ცენტრი გახსნა.
ცენტრი გაიხსნა პარტნიორი ორგანიზაციის ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ოფისში (წერეთლის გამზირი # 72, მე-2 სართული ).
ცენტრი დაარსდა, გარემონტდა და აღიჭურვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთაჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია,,ტოლერანტი” ახორციელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბარგო დასახლებაში მცხოვრებ რეპატრირებული მესხის სარვარ საფაროვის ოჯახში უძველესი ფოტოები მოვიძიეთ, სადაც მისი წინაპრები, ბებია, ბაბუა არიან აღბეჭდილები.ფოტოები გადასახლებამდე მესხეთშია გადაღებული.
ვრცლად: გადასახლებამდე
8 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია ,,ტოლერანტმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქართული ენისა და კულტურის ცენტრი გახსნა.
ქართული ენისა და კულტურის ცენტრის ოფიციალურ გახსნას დაესწრო ევროკავშირის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
ვრცლად: ახალი ცენტრი ახალი პროექტის ფარგლებში8 აპრილს, ასოციაცია ,,ტოლერანტი” ნასაკირალში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ქართული ენისა და კულტურის ცენტრს გახსნის.
ცენტრი დაარსდა, გარემონტდა და აღიჭურვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” ახორციელებს.
ვრცლად: ანონსი: ოზურგეთი, ნასაკირალი 2011 წლის 8 აპრილი23 აპრილიდან პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ პრობაციონერებისათვის პროფესიული გადასამზადებელი კურსები იწყება. ოცდაათამდე მსჯავრდებული თავისივე შერჩეულ კურსებზე პროექტის „პირობითი მსჯავრდებული „პრობაციონერი“ ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში რესოციალიზაცია“, ფარგლებში უფასოდ გადაემზადება. ამ ეტაპზე კი მათი რეგისტრაცია და ჯგუფებად დაკომპლექტება მიმდინარეობს.
„თქვენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ხართ და თქვენი მონდომებითა და შემართებით სხვებს მაგალითი უნდა უჩვენოთ“,- უთხრა პრობაციონერებს პროექტის ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა. .
პრობაციონერებმა დაათვალიერეს და გაეცნენ სასწავლო კაბინეტებს. არჩეული სპეციალობებიდან პროცენტული რაოდენობით შემდუღებლის და ელექტრიკოსის სპეციალობების დაუფლების მსურველები სჭარბობს.
„ძალიან გამიხარდება თუ ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებთ , შეიძლება უმაღლეს დამთავრებულმა ვერ შეძლოს დასაქმება, მაგრამ კარგი ხელობის მცოდნეს ეს პრობლემა არასდროს აქვს“, - თქვა „ოპიზარის“ დირექტორმა ბელა ავალიშვილმა პრობაციონერებთან შეხვედრისას.
ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“, ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მცირე გრანტებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის დარგში მცირე გრანტები ახალციხის, ადიგენის სამტრედიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხებზე გაიცემა.
„პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს რეპატრირებული მესხების დასაქმება წარმოადგენს. იმისთვის რომ განავითარონ თავიანთი სოფლის მეურნეობა და ქონდეთ სტაბილური შემოსავალი, საშუალება ექნებათ თავიანთი ბიზნეს იდეები განახორციელონ“,- განმარტავს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.
ვრცლად: მცირე გრანტები რეპატრირებულ მესხებისთვისისინი პატარები იყვნენ როცა გაასახლეს, თუმცა 14 ნოემბრის ღამე თითოეულ მათგანს განსაკუთრებით ახსოვს. 78 წლის წინანდელ ისტორიას ისინი თავად გიამბობენ.
ახმედ ალლადინ ოღლი ალადდინოვი- მე, ახმედ ალადდინ ოღლი ალადდინოვი დავიბადე ადიგენის რაიონის სოფელ უტყისუბანში 1935 წელს.
1944 წელს ჩვენს წინააღმდეგ სტალინის გადაწყვეტილებით დაიწყო ფართომასშტაბური გენოციდი. 14 ნოემბრის ღამეს რუსმა ჯარისკაცებმა ყველანი სახლებიდან გამოგვყარეს, არ ჰქონდა მნიშვნელობა ქალს, ბავშვს, ავადმყოფს, მოხუცს. უფლება მოგვცეს მხოლოდ საბუთების, ტანსაცმლის და ცოტაოდენ საჭმლის წაღებაზე, შეგვგკრიბეს 220 სოფელი. ყველა შეშინებული იყო, ტიროდნენ, ცრემლი იღვრებოდა როგორც მდინარე. მოგვიანებით გავიგეთ რისთვის შეგვაგროვეს სოფლის მოედანზე. ხალხს როგორც პირუტყვს ისე ჰყრიდნენ სატვირთო ვაგონებში. ერთ ღამეში ძალით აგვყარეს სახლებიდან.
მუსლიმი მესხებისთვის მიწათქმოქმედება და მესაქონლეობა თავის გადარჩენისა და არსებობის ერთ-ერთი საშუალება იყო წლების მანძილზე. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცვლის გამო ბავშვები ვერ ახერხებდნენ სკოლის დამთავრებას და სწავლას თავს ანებებდნენ. ამის შემდეგ კი ისინი ავტომატურად ერთვებოდნენ საოჯახო საქმეებში. ,,მარჯვე ხალხია, სხვისი ბოსტნეული რომ ყვავის ეგენი უკვე მოსავალს იმკიან", - ხშირად ამბობენ მათზე ადგილობრივები.
საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ უმეტესობა მუსლიმი მესხების შვილების ქართული ენის შესწავლას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს. გადავწყვიტეთ გაგვერკვია მათი სურვილები, მიზნები და სამომავლო გეგმები. უნდათ თუ არა დაეუფლონ პროფესიას და გახდნენ წარმატებული მოქალაქეები. ვინ არის თაობა, რომელიც მათი სახით მოდის.
ვრცლად: მუსლიმი მესხების შვილები, ვინ არიან ისინი და რა სურთ მათ