პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ანონსი: ოზურგეთი, ნასაკირალი 2011 წლის 8 აპრილი

8 აპრილს, ასოციაცია ,,ტოლერანტი” ნასაკირალში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) ქართული ენისა და კულტურის ცენტრს გახსნის.

ცენტრი დაარსდა, გარემონტდა და აღიჭურვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი” ახორციელებს.

 

ცენტრის საქმიანობის მიზანია:

. რეპატრირებული მესხების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა;
. ქართული ენის, კულტურის, ისტორიის შესწავლა-გაცნობა;
. სამედიცინო მომსახურება;
. იურიდიული მომსახურება;

ქართული ენისა და კულტურის ცენტრის ოფიციალურ გახსნაზე მოწვეულები არიან: ევროკავშირის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია უმცირესობათა ცენტრი ( ECMI), მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ ( ACF), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.