პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

,,ტოლერანტის” ცენტრი თბილისში

215 აპრილს ასოციაცია ,,ტოლერანტმა” თბილისში საინფორმაციო კვლევითი ცენტრი გახსნა.
ცენტრი გაიხსნა პარტნიორი ორგანიზაციის ,,მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ოფისში (წერეთლის გამზირი # 72, მე-2 სართული ).
ცენტრი დაარსდა, გარემონტდა და აღიჭურვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეპატრირებულთაჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია”, ფარგლებში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია,,ტოლერანტი” ახორციელებს.


ცენტრის საქმიანობის მიზანია:
. კვლევები რეპატრირერბულ მესხთა საჭიროებებზე და საქართველოში დაბრუნების მსურველთა ინფორმირებულობაზე;
. რეპატრირებულ მესხთა საკითხების ლობირება;
. რეპატრირებულ მესხთა იურიდიული დახმარება;
. მედია მონიტორინგი;
. ბიბლიოთეკის ორგანიზება
. კვარტალურად ელექტრონული ბიულეტენის გამოქვეყნება;
. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება დეპორტირებული მოსახლეობის საკითხებზე.
საინფორმაციო კვლევითი ცენტრის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ; ევროკავშირი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია უმცირესობათა ცენტრი, მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ, "საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი", სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, ეროვნული უშიშროების საბჭო, სოფელ ნასაკირალსა და იანეთში მცხოვრები რეპატრირებული მესხები, მედიის წარმომადგენლები.9105