მცირე გრანტები რეპატრირებულ მესხებისთვის
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 08 ნოემბერი 2017 10:29
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2408
ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“, ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მცირე გრანტებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის დარგში მცირე გრანტები ახალციხის, ადიგენის სამტრედიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხებზე გაიცემა.
„პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს რეპატრირებული მესხების დასაქმება წარმოადგენს. იმისთვის რომ განავითარონ თავიანთი სოფლის მეურნეობა და ქონდეთ სტაბილური შემოსავალი, საშუალება ექნებათ თავიანთი ბიზნეს იდეები განახორციელონ“,- განმარტავს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.
პროექტის ფარგლებში „ტოლერანტი“ ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანასთან" თანამშრომლობს რომლის სპეციალისტებიც რეპატრირებულ მესხებს კონსულტაციებს გაუწევენ და ბიზნეს გეგმის წერაში ტრენინგებს ჩაუტარებენ.
„დაიგეგმა მომავალი ერთობლივი სამუშაო გრაფიკი რომ გრანტების გაცემის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი“, - თქვა „ასოციაცია“ ელკანას მარკეტინგის სამსახურის ექსპერტმა ირაკლი ჯავახიშვილმა.
ტრენინგების შემდეგ გამოცხადდება კონკურსი. ბიზნეს იდეების წარდგენის შესაძლებლობა რეპატრირებულ მესხებთან ერთად მათ მეზობლად მცხოვრებ რიგით მოქალაქეებსაც ექნებათ.
„,მინდა ავღნიშნო რომ გარდა რეპატრირებული მესხებისა მათ მეზობლად მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და ერთობლივად შეიმუშავონ ბიზნეს იდეა, რაც მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ცირა მესხიშვილმა.