პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

იძულებითი მოგზაურობა და დაბრუნება სამშობლოში

ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი შურდო დღეს უკვე ნასოფლარია. 1944 წელს მაჰმადიანი მესხების გასახლების შემდეგ სოფელი მთლიანადდაიცალა. სამი წლის წინ საქართველოში დაბრუნებულმა რეიზ მანზულოვმა რომელმაც სოფელი თერთმეტი წლისამ დატოვა, მშობლიური სახლისნანგრევების მოძებნა მაინც შეძლო.
რეიზ მანზულოვი 1944 წლის გასახლების დღეს დეტალურად იხსენებს. პატარა ბიჭს კარგად დაამახსოვრდა როცა სოფელში ჯარისკაცები გამოჩნდნენ დამოსახლეობას დრო სამი საათი მისცეს გასამზადებლად. რეიზ მანზულოვის მამა - მანზულა მუთიაძემ მშობლიური სახლი დატოვა და მრავალშვილიანიოჯახით თანასოფლელებთან ერთად სოფელ წნისიდან მატარებლით ტაშკენტის მიმართულებით გაეგზავრა.

,,ცხრა და-ძმა ვიყავით, ყველაზე პატარა მათ შორის მე. დედამ ბარგი შეკრა და ფეხით ვიარეთ წნისამდე. იქიდან კი პირდაპირ ტაშკენტშიგაგვისტუმრეს. რომ გავიზარდე ყარაჩაი-ჩერქეზეთში წავედი საცხოვრებლად. ჩემი და-ძმა ტაშკენტში ცხოვრობდნენ და იქ დაიხოცნენ“, - ყვება რეიზმანზულოვი.
დედმამიშვილები აღარ ჰყავს. ყველა მათგანი ისე როგორც მისი მშობლები ტაშკენტში არიან დაკრძალულები. სამშობლოზე დაბრუნებაზე ოცნებობდნენ სიცოცხლის ბოლომდე. თუმცამუთიაძეების შთამომავლებიდან მხოლოდ ორმა შეძლო ოცნების განხორციელება.
ჩამოვიდა და მშობლიურ სოფელს შურდოს მიაკითხა, გაუჭირდა ნასოფლარის ცნობა. სხვანაირი დატოვა. დანგრეულ გაპარტახებულ სახლებს შორის საკუთარი მამაპაპისეული სახლისა დამეჩეთის ნახვა მაინც შეძლო.
,,გზა და ელექტრო ენერგია რომ იყოს სახლს ავაშენებდი, აქ კარგი მიწები იყოო”,- ამბობს.
საცხოვრებლად იქ აღარანაირი პირობები აღარაა. ამიტომაც სოფელი კლდის თავზე არასასოფლო საკუთრებში მყოფი პატარა სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა და შვილთან ერთად დასახლდა ,,მოქალაქე არ ვარ და ამიტომ მხოლოდ არასასოფლო საკუთრებაში მყოფი ქონების შეძენის და გადაფორმების უფლება მქონდა. ხალხმა ძალიან კარგად მიგვიღო, ისინი ყველანაირადგვეხმარებიან. მეც რისი საშუალება მაქვს მიხარია თუ ხელს გავუმართავ"- ამბობს და იღიმება.
რეიზ და გიორგი მანზულოვები საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდნენ. გიორგის დედა რეიზის მეორე მეუღლე ახალგაზრდა ასაკში თავზე მძიმე ოპერაციის შემდეგ მალევე დაიღუპა. გიორგის მის შემდეგ მამა ზრდის.
გიორგი მანზულოვმა სწავლა ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში დაიწყო. თუმცა ერთ წელიწადში სოფლიდან სიარული ვეღარ შეძლო და სწავლა კლდის საჯარო სკოლაში გააგრძელა.
,,მაჰმადიან მესხ ბავშვებს უჭირთ ქართულის სწავლა, მაგრამ გიორგი იყო ამ მხრივ ძალიან გამორჩეული და მონდომებული. მან ერთ წელიწადში თავისუფლად შეძლო ესწავლაქართული,"- ასე ახასიათებს გიორგი მანზულოვს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგენიძე.
რეიზ მანზულოვს ორი ცოლიდან რვა შვილი ჰყავს, მათგან ექვსი ყარაჩაი – ჩერქეზეთში ადხაბლის რაიონ სოფელ სადავოიში ცხოვრობენ, ორი კი როსტოვში. ერთი შვილი და შვილიშვილიმან რამდენიმე თვის წინ როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფის დროს დაკარგა.
,,შვილის დაკრძალვას ვერ დავესწარი. რუსულ პასპორტს ვადა ქონდა გასული, საქართველოში ყოფნის 90 დღიანი ნებართვაც დავარღვიე რადგან უკან აღარ გავბრუნდი. სანამრეპატრიანტის სტატუსს მივიღებ ყოველ სამ თვეში უნდა დავტოვო საქართველოს ტერიტორია და მერე ისევ შემიძლია შემოსვლა",- ამბობს გულისტკივილით.
რეიზ მანზულოვს ყარაჩაი ჩერქეზეთში უნდა დაბრუნება რომ ახალი პასპორტი აიღოს. ვადაგასული პასპორტით კი ის საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. ასოციაცია "ტოლერანტის" დახმარებით მან შვეიცარიის საელჩოს -რომელიც რუსეთის საელჩოს მოვალეობებს ასრულებს, პასპორტზე დროებით ვადის გაგრძელების თხოვნით უნდა მიმართოს.
,,დარღვევების გამო ჯარიმის 362 ლარის გადახდა მომიწევს მაგრამ აღარ ვჩივი მთავარია საბუთები მოვაწესრიგო რომ წასვლა და დაბრუნება უპრობლემოდ შევძლო "- ამბობს რეიზმანზულოვი.
362 ლარის გადახდა კი ამ ეტაპისთვის რეიზ მანზულოვს არ შეუძლია, ოჯახის შემოსავლის წყარო პატარა მიწის ნაკვეთი და შვილების მიერ როსტოვიდან გადმოგზავნილი რეიზის პენსიაა, რომელიც იქ ჯერ კიდევ ერიცხება ანგარიშზე.
,,ჩვენს ფულზე 130 ლარი გამოდის, ბევრი არ არის, მაგრამ მაინც კარგია. მიწა რომ მქონდეს არ გამიჭირდებოდა. გიორგის უკან დაბრუნება არ უნდა, დედამისს სიკვდილის წინ პირობამივეცი, რომ გიორგის საქართველოში ჩამოვიყვანდი და ქართველად გავზრდიდი. სანამ ცოცხალი ვარ მინდა ფეხზე დადგომაში დავეხმარო". გვითხრა ბოლოს რეიზ მანზულოვმა.