კვირა, 29 დეკემბერი 2024

“ტოლერანტი” საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებს

img 0893არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად აქვს პრობლემები თანხების მოძიებასთან დაკავშირებით. ძირითადად ორგანიზაციები თავის საქმიანობას წარმართავენ დონორი ორანიზაციების დახმარებით, თუ, რა თქმა უნდა, მათი პროექტი გაიმარჯვებს და ორგანიზაცია გრანტს მიიღებს. მაგრამ არის პერიოდები, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანად ან ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზე გადადის. ასე მოხდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაცია “ტოლერანტის” შემთხვევაშიც. “ტოლერანტში” აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში აპრობირებულ ერთ-ერთ საქმიანობაზე, სასწვალო კურსებზე და საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით გახსნა ქართულის, ინგლისურის, კომპიუტერის სასწავლო კურსები. ამ საქმიანობამ დროთა განმავლობაში მიიღო უფრო პროფესიული სახე და შეიქმნა “ტოლერანტთან” არსებული სასწავლო-პროფესიული გადამზადების ცენტრი “პროფესიონალი”, რომლის დირექტორიც არის გოჩა ნათენაძე.

“სასწავლო პროფილით საქმიანობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩევენს ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობა დაიწყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დასაქმების პროექტის სახით. ჩვენი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს და გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. მათი მთავარი ამოცანა ადამიანების პროფესიული გადამზადება შემდეგში მათი დასაქმების მიზნით კარგად მოერგო ჩვენი სასწავლო ცენტრის მიზანს. მაგალითად, მათი ბენეფიციარები “ორისის” პროგრამით საბუღალტრო კურსებს გადიან “ტოლერანტში.” "ეს კურსები ჩვენთან გაძლიერებულად მიმდინარეობს, მათ უძღვებიან გამოცდილი ადამიანები და შედეგიც უკვე სახეზეა” – აცხადებს ბატონი გოჩა ნათენაძე.
img 0891საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ UშAID-ის მხარდაჭერით შექმნა დასაქმების ხელშეწყობის ქსელი. კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრები გახნილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორსა და თელავში. ცენტრების დახმარებიბენეფიციარები რეგისტრაციას გადიან მონაცემთა ბაზაში. შემდეგ ეტაპზე, თუ მათ გამოუჩნდებათ დამსაქმებელი და დაჭირდებათ ამა თუ იმ სფეროში გადამზადება, ისინი ამ გადამზადებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსებით გაივლიან და, შესაბამისად, დაიწყებენ სამსახურს. ბენეფიციარების გადამზადებას უზრუნველყოფს პროვაიდერი ორგანიზაციები. ახალციხის კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრი სწორედ ასეთი მიმართულებით თანამშრომლობს ასოციაცია “ტოლერანტთან.” ამ ორი ორგანიზაციის ურთიერთობა დაიწყო 2010 წლის აგვისტოში და დღემდე წარმატებით გრძელდება.
ტოლერანტი” არის ჩვენი ერთ-ერთი პროვაიდერი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება ბენეფიციარების გადამზადებაში. ამ ორგანიზაციაში უკვე დაახლოებით 40 ადამიანმა გაიარა გადამზადება. ამ ეტაპზე ბოლო ჯგუფი არის დარჩენილი. ეს ადამიანები ძირითადად საბუღალტრო კურსებს ეუფლებიან. მაგრამ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა “ტოლერანტში” გაიარეს ვებ-დიზაინისა და მოლარე ოპერატორის კურსებიც. გადამზადების შემდეგ ბენეფიციარების უმრავლესობამ დაიწყო სამსახური. ჩვენ პერიოდულად ვახორციელებთ კურსების მონიტორინგსაც” – ამბობს ახალციხის დასაქმებისა და კონსულტაციის ცენტრის დასაქმების კონსულტანტი რუსუდან ოქრომელიძე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია “ტოლერანტისთვის”, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. როგორც ბატონო გოჩა აღნიშნავს, ასოციაცია გეგმავს ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას, რასაც სასწავლო-პროფესიულ გადამზადების ცენტრში სხვა, ღეისათვის აქტუალური, სპეციალობების მსურველთათვის შეთავაზებაც განაპირობებს.