შაბათი, 28 დეკემბერი 2024

საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი ,,კეჩხობი-2011“ დამთავრდა

ბავშვებისთვის ორმა კვირამ მათსავით მკვირცხლად ჩაირბინა. თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ ბანაკის დახურვა საზეიმო და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ანუ როგორც თვითონვე ამბობდნენ - ,, გამორჩეული დღე“.

,,მიუხედავად იმისა, რომ ბანაკში ყოველი დღე გამორჩეული და შთაბეჭდილებებით სავსე იყო გადავწყვიტეთ საზეიმო დახურვა მაინც სხვანაირი ყოფილიყო“, - ამბობს ,,გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი კავშირი ,,აწყურის“ დირექტორი ნანა ნათენაძე, რომელიც ასევე იყო ბანაკის მომწყობი და ხელმძღვანელი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი მოეწყო, რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში განხორციელდა.
ბანაკი 24 ივნისს გაიხსნა და 6 აგვსიტოს დაიხურა. 60 მოზარდმა და ათმა პედაგოგმა 14 დღის განმავლობაში დაბა კეჩხობში დაისვენა.
მოეწყო სამი ექსკურსია. ჩატარდა სემინარები.
ბანაკმა აზერბაიჯანიდან, კერძოდ კი საათლის რაიონიდან 10, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალიდან 10, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთიდან 10 , ადიგენის მუნიციპალიტეტიის სოფელ აბასთუმნიდან 10, თბილისიდან ერთს და ახალციხიდან - 19 ქართველ, სომეხ და რეპატრირებულ მესხ ბავშვს უმასპინძლა.
,,გამორჩეული დღე“ შედგა. სცენაზე ერთმანეთს აზერბაიჯანიდან, ოზურგეთიდან სამტრედიიდან, ახალციხიდან ჩამოსული ბავშვები ცვლიდნენ.
თავდაპირველად ბავშვებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
საზეიმო დახურვას წამყვანებიც ყავდა ელისო მოდებაძე და ნანა მაისურაძე, რომლებიც სხვა წამყვანებთან ერთად განსაკუთრებით უხდებოდნენ და ალამაზებდენ საღამოს. განსაკუთრებითელისოს შეძახილი - ,,ტაში“!!!! ახმაურებდა მოზარდებს, რასაც დასრულებელი აპლიდისმენტები, ყიჟინა და სტვენა მოჰყვებოდა ხოლმე.
ბანაკის ლიდერმა ნინო ბეგიშვილმა ბანაკის საზეიმო დახურვის რეპეტიცია ბავშვებთან ერთად რამდენჯერმე გაიარა, შედეგიც სასიამოვნო აღმოჩნდა.
იანეთელებმა იმღერეს და იცეკვეს კიდეც. აზერბაიჯანელებმა ცეკვა შეასრულეს. დაიდგა სტკეჩი ტოლერანტობის თემაზე.
,,კეჩხობში გატარებული ორი კვირა ალბათ მთელი ცხოვრება გვემახსოვრება”, - ამბობდნენ აზერბაიჯანიდან ჩამოსული ბავშვები.
,,შენი ჩამოსვლით მაგ მიწას, სულ სხვა იერი მიეცა, მესხეთის მკვიდრი ყოფილხარ, შენ დაგელოცოს ირგვლივ ცა...” – ამ სტრიქონებს ცრემლებიც მოჰყვა.
ბანაკის საზეიმო დახურვას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF ) წარმომადგენლობა.
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკის მოქმედების ორ კვირიან ვადაში დაგეგმილი სამი ექსკურსია დაფინანსებული იყო საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ( ACF) მიერ რომელიც ამავე დროს ევროკავშირის დაფინასებით მუშაობს რეპატრირებული მესხების საკითხებზე.
საზეიმო დახურვის შემდეგ ბანაკის თითოეულ მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები გადაეცათ.