30 ივნისი ახალციხობა - წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 11:06
- ავტორი: inga
- გადასვლები: 3202
მემატიანე მასზე წერდა; ,,არა ყოფილა კაცთა შორის მისებრ ჭაბუკი და მეომარი”.
ქართული სიმღერა ,,შავლეგო” შალვა ახალციხელზეა შექმნილი.
ეს დღეს ქალაქ ახალციხეში განსაკუთრებულად აღინიშნება.
30 ივნისს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ეზო ახალციხობისთვის ახლებურად გალამაზდა, ჩაიდგა ხის ქოხები, სადაც სოფლებიდან ჩამოსული მოსახლეობამ პურიც გამოაცხო, მწვადებიც შეწვა, ღვინოც ჩამოასხა, ფარდაგებიც გამოფინა და სტუმრებს სამცხეს წარსული და აწმყო დაანახა.
მუზეუმის ეზოში ჭიდაობაც გაიმართა. პატარა ფალავნები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ და პირველობის მოპოვებას ცდილობდნენ.
. ამ დღისთვის გამართულ სცენაზე ხალხური სიმღერები შეასრულეს ანსამბლებმა ,,მესხეთმა” და ,,თამარიონმა.”
შესრულდა ქართული ცეკვებიც.
ამ დღეს არ აკლდა არც ადგილობრივი და არც უცხოელი სტუმრები, რომლებიც სიცხის მიუხედავად მაინც ყურადღებითა და დაკვირვებით ათვალიერებდნენ მუზეუმის ეზოში გამართულ ჩვენებებს.
მუზეუმის ეზოში მოეწყო რელიგიური ნიმუშების გამოფენაც.
ვინ იყო შალვა ახალციხელი
1225 წლის აგვისტო. გარნისის ველზე ერთმანეთის პირისპირ ჩამომწკრივებულან: ერთ მხარეს ჯალალედინი თავისი მხედრობით, მეორე მხარეს –ქართველთა ლაშქარი ივანე მხარგრძელის წინამძღოლობით.
ჯალალედინი მამაცი სარდალი, მაგრამ უნიჭო პოლიტიკოსი იყო. მონღოლთაგან დამარცხებულმა და დევნილმა, იმის მაგივრად – მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირე ეზებნა, სხვა ქვეყნების დაპყრობასა და აოხრებას მიჰყო ხელი.
და აი, იგი საქართველოს მოადგა. ქართველებს მან მედიდური ტონით თავისი დროშის ქვეშ დგომა შესთავაზა. ქართველებმა იუკადრისეს და პასუხად მისწერეს; მამაშენიც შენსავით მოტრაბახე იყო, მაგრამ ხომ ნახე, მონღოლებმა რა უქნეს, მაშინ, როცა ეგ მონღოლები ჩვენ დავამარცხეთ და უკუვაქციეთო.
მტრის წინაარმდეგ ქართველებმა 60 ათასი მხედარი გამოიყვანეს. როგორც ყოველთვის, ქართველთა მოწინავე რაზმს მესხები შეადგენდნენ. მესხთა 4 ათასიან ლაშქარს სახელოვანი სარდლები – შალვა და ივანე ახალციხელები წინამძღოლობდნენ.
ქართველთა გეგმა ასეთია: მესხები პირველნი ეკვეთებიან მტერს. მალე მათ მთავარსარდალი ძირითად ძალებს მიაშველებს.. მესხთა ლაშქარს ჯალალედინმა ათჯერ მეტი მხედრობა დაუპირისპირა. შალვა და ივანემ ათაბაგს მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შესახებ აცნობეს და ბრძოლაში გადაეშვნენ.
გაჭირდა ბრძოლა. უკვე დროა ქართველთა ძირითადი ძალები წამოეშველონ მესხებს. დახმარება კი იგვიანებს. შალვა ახალალციხელი მთავარსარდალთან შიკრიკს აგზავნის და დახმარებას ითხოვს, თვითონ კი პირადი მაგალითით ამხნევებს მხედრობას.
დახმარება კვლავ არ ჩანს. შალვა ისევ აგზავნის შიკრიკს. თავგანწირვით იბრძვიან მესხნი, მაგრამ ძალები მეტისმეტად უთანასწოროა. ერთი მუჭა მესხების წინააღმდეგ, ლამის ჯალალედინის მთელი ლაშქარი იბრძვის . . .
მეტისმეტად შეთხელდა მესხთა რიგები. გმირულად დაეცა ივანე ახალციხელი. რამდენიმე თანამემბრძოლთან ერთად ლომივით იბრძვის შალვა ახლციხელი. დახმარება კი არა და არ სჩანს.
ერთიანად ამოწყდა მესხთა ლაშქარი. საჭურველდამსხვრეული შალვა ახალციხელი მტერმა შეიპყრო.
. . . შალვა ახალციხელი ტყვეობაშიც გამუდმებით სამშობლოზე ფიქრობდა. მტრის ბანაკიდან ის საქართველოში ფარულად წერილებს აგზავნიდა და ქართველებს ჯალალაედინის გეგმებს ატყობინებდა. მისი წერილები მტრის მსტოვრებმა იგდეს ხელთ. განრისხებულმა ჯალალედინმა შალვა ახალციხელს სჯულის შეცვლა მოსთხოვა.
შალვა ახალციხელმა, თავის დროზე ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა სარდალმა, სჯულისა და სამშობლოს ღალატს რაინდული სიკვდილი არჩია.
უჩა ბლუაშვილი ,,მესხეთის სახელოვანი შვილები”