სომხურ-აზერბაიჯანული ჟურნალისტური მისია ასოციაცია ,,ტოლერანტს” სტუმრობდა
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 11:12
- ავტორი: inga
- გადასვლები: 4604
14 ივლისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IჭPღ) მიერ განხორცილელებულჟურნალისტური მისიის ჟურნალისტებს უმასპინძლა.
შეხვედრა პროექტ ,,მეზობლების“ ნაწილია, რომელიც IWPR - ის პროგრამის ”ხიდების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ნაწილია.
პროექტი კონცენტრირებულია სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული უმცირესობების ჯგუფებზე, რომლებიც საქართველოს ორ რეგიონში - ქვემოქართლსა და სამცხე - ჯავახეთში ცხოვრობენ.
ასოციაცია ,,ტოლერანტში“ ჟურნალისტებს ასოციაციის ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი და მენეჯერი გოჩა ნათენაძე შეხვდნენ.
საუბარი საინტერესოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ძირითადად ქართულ-სომხურ და რეპატრირებული მესხების ურთიერთობებსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათასაკითხებს შეეხო.
სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ასოციაცია ,,ტოლერანტში“ სტუმრობის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ლაშა ჭკადუასა და რეგიონული გაზეთის ,,სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტებს შეხვდნენ.