,,მესხ რეპატრიანტთა უფლებების დაცვა – დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“
- კატეგორია: განხორციელებული პროექტები
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017 11:52
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2109
პროექტის ხანგრძლივობა: 2007 – 2009
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პროექტის ფარგლებში:
გამოვიდა ყოველთვიური გაზეთი „ფესვები“, რომელიც საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას ,,ტოლერანტის“ საქმიანობის, რეპატრიანტთა ცხოვრების, მათთვის საჭირო და აქტუალური საკითხების შესახებ;
მომზადდა და უმოკლეს ვადებში დაიბეჭდა საინფორმაციო–პოპულარული ხასიათის ნაშრომი „მესხეთის სახელოვანი შვილები“ ქართულ და რუსულ ენებზე. წიგნი დაეხმარება რეპატრიანტებს საკუთარი იდენტობის უკეთ გააზრებაში, რაც თავის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების სერიოზული წინაპირობაა.
მომზადდა და უმოკლეს ვადებში დაიბეჭდა საინფორმაციო–პოპულარული ხასიათის ნაშრომი „მესხეთის სახელოვანი შვილები“ ქართულ და რუსულ ენებზე. წიგნი დაეხმარება რეპატრიანტებს საკუთარი იდენტობის უკეთ გააზრებაში, რაც თავის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების სერიოზული წინაპირობაა;
მომზადდა მესხ რეპატრიანტთა შესახებ ფილმი: „ერთი კენჭი სამშობლო“, რომელიც არაერთხელ გადაიცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორივე არხისა და „რუსთავი – 2–ის“ ეთერით. ფილმს წარმატება ხვდა წილად 13–15 ივლისს ერევანში გამართულ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე – „ოქროს გარგარი“, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას მიეძღვნა.
,,ტოლერანტის“ ოფისში გახსნილ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე რეპატრიანტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებიდან გამომდინარე გაიარეს ყველა საჭირო საგნის კურსი: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, უნარები, მათემატიკა.
ზრდასრულთათვის და სასკოლო ასაკის მსმენელებისათვის შეიქმნა ქართული ენის კურსები აბასთუმანში, სადაც საკომუნიკაციო ენას დაეუფლნენ აბასთუმანში მცხოვრები რეპატრიანტები;
რეპატრიანტთა დასაქმების ხელშესაწყობად გაიხსნა პროფესიული გადამზადების კურსები სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში. სახელოსნო აღიჭურვა საჭირო ხელსაწყოებით. მსმენელებმა შეისწავლეს გობელენის, ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავება–დამზადების ტექნოლოგიები. მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა თბილისში, იმერეთსა და სამცხე–ჯავახეთში;
რეპატრიანტებს მოემსახურა კვალიფიციური იურისტი, რომლის კონსულტაციების შედეგად არაერთმა რეპატრიანტმა შეძლო მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და საქართველოს მოქალაქის სტატუსის მიღება;
როგორც იანეთში, ისე სამცხე–ჯავახეთში აქტიურად მიმდინარეობდა რეპატრიანტთა სამედიცინო კონსულტაციები. ოჯახის ექიმმა ზედამხედველობა გაუწია ბევრ პაციენტს და გააკონტროლა მათი მკურნალობის პროცესი;
ჩატარდა პირველადი დახმარებისა და მედდის მოსამზადებელი ტრენინგები იანეთსა და ახალციხეში;
მომზადდა და ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცა სატელევიზიო სიუჟეტები ;
რეპატრიანტი ბავშვებისათვის აწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ–ერთ მთავარ შესასვლელში მოეწყო საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი;
შეკეთდა და სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მე–9 უბნის საბაზო სკოლის სპორტდარბაზი. ჩამოყალიბდა კალათბურთის შემსწავლელი სპორტული სექცია;
კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელ კურსებზე ახალციხესა და იანეთში მცხოვრები რეპატრიანტები დაეუფლნენ კომპიუტერზე მუშაობის უნარ–ჩვევებს;
ჩამოყალიბდა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ახალციხესა და იანეთში რეპატრიანტი ბავშვები დაეუფლნენ ქართული ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას;