ოთხშაბათი, 24 აპრილი 2024

,,გზა ინტეგრაციისკენ“

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 – 2007 

დონორი ორგანიზაცია: ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო“ 

პროექტის ფარგლებში: ახალციხისა და სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მე–9 უბნის რეპატრიანტებისათვის გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები, სადაც ქართული ენის სპეციალური პროგრამა გაიარეს სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა;

ისტორია–მხარეთმცოდნობის კურსებზე მსმენელები გაეცვნენ საქართველოსა და მისი კუთხის – მესხეთის ისტორიას. განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს უფროსი ასაკის რეპატრიანტებმა;

ისტორიის სემინარების მოსმენის შემდეგ რეპატრიანტებისთვის მოეწყო ექსკურსია. მათ დაათვალიერეს ახალციხის ისტორიული მუზეუმი, ჭულევისა და ზარზმის მონასტრები, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, რამდენიმე ისტორიული სოფელი;

გაზეთ „ფესვების“ ფურცლებზე გაშუქდა რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეიქმნა იურიდიული, ისტორიული გვერდები. დაიბეჭდა ბენეფიციართა ინტერვიუები და მათ შესახებ ახალი ინფორმაციები;

რეპატრიანტებმა ისარგებლეს უფასო იურიდიული მომსახურებით;

გაიმართა შეხვედრა რეპატრიანტებთან. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ კვალიფიციური იურისტები. დიალოგის რეჟიმში საუბარი ბევრ აქტუალურ საკითხს შეეხო;

რეპატრიანტებისთვის ჩატარდა ოთხი ტერენინგი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტრენინგებმა თემებზე: „ სტრატეგიული დაგეგმარება და ორგანიზაციული განვითარება“, „ქალის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში“.

მომზადდა და გამოიცა:

ცნობილი მეცნიერის ლავრენტი ჯანიაშვილის ბროშურა „1944 წელს დეპორტირებულ მესხთა ეთნიკური იდენტობის საკითხისათვის“; მერაბ ბერიძის ისტორიული ხასიათის ნარკვევი „რატომ აყალბებენ ქართულ ტოპონიმებს“;

მომზადდა და სატელევიზიო ეთერში გადაიცა ორი სიუჟეტი იანეთის მესხთა დასახლების, მათი პრობლემებისა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობების შესახებ;

ახალციხესა და იანეთში რეპატრიანტებმა გაიარეს ჭრა–კერვის შემსწავლელი ორთვიანი კურსები.