შაბათი, 20 აპრილი 2024

„რეპატრიაციიდან – ინტეგრაციამდე“

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 – 2007 

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი

პროექტის ფარგლებში: 

ჩატარდა ტრენინგები ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე

მომზადდა სამი სატელევიზიო სიუჟეტი რეპატრიანტთა ყოფის შესახებ;

ქართული ხალხური ცეკვის შემსწავლელ კურსებზე რეპატრიანტებმა შეისწავლეს რამდენიმე ცეკვა, რაც წარმოადგინეს იანეთსა და ახალციხეში გამართულ ღონიძიებებზე.

„ტოლერანტთან“ არსებულმა რეპატრიანტ ბავშვთა გუნდმა „ფესვები“ ფესტივალ „ბანის“ გრან–პრი მოიპოვა;

ახალციხესა და იანეთში გაიხსნა პროფესიული კურსები, სადაც რეპატრიანტებმა იანეთში ჭრა–კერვისა და თმის შეჭრა – დავარცხნის, შეღებვის კურსი გაიარეს. კურსებს გაუძღვნენ პროფესიონალი სტილისტები;

უფასო სამედიცინო მომსახურების ფარგლებში რეპატრიანტები სარგებლობდნენ ექიმისა და „ტოლერანტის“ პარტნიორ ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა კავშირთან“ არსებული კლინიკის მომსახურებით;

გაიმართა შეხვედრები ახალციხესა და იანეთში მცხოვრებ რეპატრიანტებთან, განიხილეს ის საერთო პრობლემები, რომლებიც ორივე რეგიონის რეპატრიანტებს გააჩნდათ

იანეთელმა და ახლციხელმა ბავშვებმა დაისვენეს აწყურის საზაფხულო ბანაკში

ახალციხესა და იანეთში ჩატარდა კულტურული ღონისძიებები რეპატრირებული ბავშვების მონაწილეობით. ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და პრიზები;

გამოიცა ორი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება რეპატრიანტთა ისტორიას და სამცხე ჯავახეთის ტოპონიმებს.

გამოიცა საინფორმაციო ბუკლეტი პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ.

ჩატარდა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, სადაც განიხილეს სამცხე–ჯავახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში რეპატრიანტთა მდგომარეობა, გააანალიზეს რეპატრიაციის შემდგომი პროცესები.