ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

,,მესხ რეპატრიანტთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის ცენტრი“

პროექტის ხანგრძლივობა: 2005 – 2006

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი

პროექტის ფარგლებში: სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთის მესხთა დასახლების საბაზო სკოლაში გარემონტდა და სათანადო ტექნიკით აღიჭურვა ოფისი;

ახალციხისა და იანეთის მესხთა დასახლებაში ერთი წლის განმავლობაში მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ჩატარდა 16 ტრენინგი და სემინარი ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო განათლება, ქალთა უფლებები, კონფლიქტების მართვა, გენდერი, მისი არსი და სხვა;

გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი წრეები, სადაც დაეუფლნენ სახელმწიფო ენას როგორც სკოლამდელი და სასკოლო, ისე უფროსი ასაკის რეპატრიანტები;

ჩატარდა ლექცია–სემინარები მესხეთის ისტორიის შესახებ;

პროექტის იურისტებმა პრაქტიკული დახმარება გაუწიეს რეპატრიანტებს იურიდიული კონსულტაციების სახით, გააცვნეს საკუთარი უფლება–მოვალეობები;

დაიწყო გაზეთ ,,ფესვების“ გამოცემა. ყოველთვიურმა გაზეთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში. გაზეთში გამოქვეყნებულმა დოკუმენტურმა მასალებმა და პუბლიცისტურმა წერილებმა ხელი შეუწყო მაჰმადიანი მესხების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული მცდარი წარმოდგენების დაძლევას, რეპატრიანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის გაჩენას;

მომზადდა ტარიელ ფუტკარაძის, მერაბ ბერიძის და უჩა ბლუაშვილის სამეცნიერო ხასიათის ნაშრომები; იანეთელმა მესხებმა დაათვალიერეს სამცხე–ჯავახეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები;