სამშაბათი, 23 აპრილი 2024

განხორციელებული

ასოციაცია “ტოლერანტი” ახალი პროექტით

2011 წლის იანვრიდან ახალციხის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტი” შეუდგა ახალი პროექტის, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, განხორციელებას. ასოციაცია “ტოლერანტი” უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს პროექტებს რეპატრიანტ მესხთა ჰუმანიტარულ-სოციალური დახმარების მიზნით. მაჰმადიან მესხთა რეპატრიაცია XXI საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. მის მნიშვნელობას ამძაფრებს ევროკავშირის მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებიც. საქართველოში რეპატრიაციის თანმხლები მოვლენა გახდა თვითნებურად შემოსული, “თვითრეპატრირებული”, დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემა. მათ არ აქვთ რეპატრიანტის სტატუსი და ძალიან უჭირთ ახალ გარემოში სამართლებრივ-სოციალური ადაპტაცია. საქართველოში ამ ადამიანების ცხოვრება სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ახალი პროექტი, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, სწორედ მათ დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მიეწოდოს ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფ იმ მესხებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ რეპატრიანტის სტატუსის მიღებას არ დაელოდნონ და ისე შემოვიდნენ საქართევლოში. პროექტი განხორციელდება 30 თვის განმავლობაში და ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს: ვრცლად: ასოციაცია “ტოლერანტი” ახალი პროექტით

“ტოლერანტის” ახალი პარტნიორები

რეგიონალურმა ორგანიზაცია “ტოლერანტმა” 2011 წლის იანვრიდან დაიწყო ახალი პროექტის, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, განხორციელება. პროექტის ორგანიზატორებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება ორი პარტნიორი ორგანიზაცია: • “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი” (ხელმძღვანელი, ბატონი გია ნოდია). ინსტიტუტის პრეროგატივაში შევა საზოგადოებრივი კვლევები იმის შესახებ, თუ რა განწყობა არსებობს საზოგადოებაში რეპატრიაციის მიმართ, რას ფიქრობს ხალხი რეპატრირებულთა ინტეგრაციი და ადაპტაციის თაობაზე. ეს ორგანიზაცია იქნება პასუხისმგებელი პროექტის ბოლოს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე; • აზერბაიჯანის “ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება”, რომლიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. ვინაიდან დეპორტირებული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან მოედინება, მათ ერთ-ერთ მსხვილ, კომპაქტურ დასახლებაში გაიხსნება საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მესხებს დაეხმარება მიიღონ ობიექტური ინფორმაცია რეპატრიაციის შესახებ და დაიცვან შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ამ საქმიანობით ცენტრი ერთგვარ პრევენციასაც გაუწევს მესხების უკანონო გადაადგილებას;