შაბათი, 28 დეკემბერი 2024

“ტოლერანტის” ახალი პარტნიორები

რეგიონალურმა ორგანიზაცია “ტოლერანტმა” 2011 წლის იანვრიდან დაიწყო ახალი პროექტის, “საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა”, განხორციელება. პროექტის ორგანიზატორებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება ორი პარტნიორი ორგანიზაცია: • “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი” (ხელმძღვანელი, ბატონი გია ნოდია). ინსტიტუტის პრეროგატივაში შევა საზოგადოებრივი კვლევები იმის შესახებ, თუ რა განწყობა არსებობს საზოგადოებაში რეპატრიაციის მიმართ, რას ფიქრობს ხალხი რეპატრირებულთა ინტეგრაციი და ადაპტაციის თაობაზე. ეს ორგანიზაცია იქნება პასუხისმგებელი პროექტის ბოლოს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე; • აზერბაიჯანის “ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება”, რომლიც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. ვინაიდან დეპორტირებული მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან მოედინება, მათ ერთ-ერთ მსხვილ, კომპაქტურ დასახლებაში გაიხსნება საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მესხებს დაეხმარება მიიღონ ობიექტური ინფორმაცია რეპატრიაციის შესახებ და დაიცვან შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. ამ საქმიანობით ცენტრი ერთგვარ პრევენციასაც გაუწევს მესხების უკანონო გადაადგილებას;