ნარჩენებით შექმნილი სახალისო ურნები საბავშვო ბაღებს
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 10:21
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2930
პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსათვის" ფარგლებში გრძელდება დაგეგმილი ღონისძიებები.ურნებთან ერთად აღსაზრდელებს დაურიგდათ საბავშვო საინფორმაციო–სახალისო ბროშურები – "ზღაპარი ნაგავქექიაზე" და "რა არის ნარჩენი??".
მადლობას ვუხდით ახალციხის მერიასა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას წარმატებული თანამშრომლობისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით თემო თაბუნიძეს, რომელმაც პრაქტიკაში პირველად დანერგა ნარჩენების სეპარაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში.

ნარჩენების ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ხოლო ამ საკითხზე სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება ადამიანმა ბაღის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს


7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების ზომები". ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნუგზარ ბუაჩიძე.
