სამშაბათი, 19 მარტი 2024

ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის ხელშეწყობა

 

✅2021 წლის 29 დეკემბერს, 13:00 საათზე ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" გახსნის პრეზენტაცია.
📌პროექტის მიზანია:
📄სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა, საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობა.
🖇პროექტის სამიზნე არეალი 🌍 🛣
📌სამცხე-ჯავახეთის რეგიონი.
🗣პრეზენტაციის დროს დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. პრეზენტაცია საბოლოოდ დისკუსიითა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან საქმიანობების წარმატებით იმპლემენტაციისათვის რჩევების გაცემით დასრულდა.
პრეოქტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყოფილ მსჯავდებულებს სთავაზობს მათთვის სასარგებლო შემდეგ სოციალურ სერვისებს:
✅ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის ხელშემწყობი საკონსულტაციო სოციალური სერვისების გაწევა:
🔹იურიდიული მომსახურება;
🔹სამედიცინო მომსახურება;
🔹ფსიქოლოგიური მომსახურება;
✅ბიზნეს კონსულტაციები
🔹ბიზნეს გეგმის შემუშავება;
🔹დაფინანსების მოპოვების მიზნით დონორებთად დაკავშირება;
🔹ბიზნესის დაწყებისა და სწორად მართვისთვის კონსულტაციები;
✅ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა
🔹პროფესიული გადამზადების მსურველთა დახმარება;
🔹დასაქმების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა, დასაქმების საიტებზე დარეგისტრირებაში დახმარება;
🔹რეგიონში მოქმედ დამსაქმებლებთან სამიზნე ბენეფიციარების დაკავშირება/საინფორმაციო შეხვერების მოწყობა;
✅ტრენინგ-სემინარების ჩატარება.