პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

„ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის“-პრეზენტაცია

 

aspi📣2021 წლის 22 დეკემბერს, 14:00 საათზე დაბა ასპინძაში (რუსთაველის ქუჩა N6 - კულტურის სახლი) ჩატარდა პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსთვის“ გახსნის პრეზენტაცია.
📌წარმოდგენილი პროექტის მიზანია:
♻ასპინძის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვითი კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება და ადვოკატირების კამპანიები.
🔴📝პროექტის ამოცანებია:
✅ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და მისი სტრატეგიული მიზნებით განსაზღვრული ამოცანების სისტემის მონიტორინგი;
✅მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების დონის იდენტიფიცირების კვლევა და კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საინფორმაციო–საგანმანათლებლო ღონისძიებები;
✅მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/ საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
✅კვლევისა და მონიტორინგის შედგად გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა, ადვოკატირების კამპანიების წარმოება.
🖇პროექტის სამიზნე არეალი 🌍 🛣
📌ასპინძის მუნიციპალიტეტი.
👥👥პრეზენტაციას ესწრებოდნენ:
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სოფლების რწმუნებულები და დეპუტატები, ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები და ა.შ.
🔴პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.