ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

მთავარი

შეხვედრა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების წარმომადგენლებთან

 

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან, პროექტის ,,“აქტიური თემი-ღია და გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (საეა), World Vision საქართველოსთან პარტნიორობით პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის საქმიანობები და თემებში კვლევებისა და რანჟირების შედეგად გამოვლენილი პრობლემები.

 

IMG 1211IMG 1228

თვითმმართველობა შენი უფლებაა

ასოციაცია ,,ტოლერანტის " ახალი სოციალური  კლიპი  ,,ახალი ქართული თემის ამბავი"  პროექტის ,აქტირი თემი, ღია და გამჭირვალე მმართველობის" ფარგლებში მომზადდა.

 

 

ტრენინგი სამიზნე სოფლების საინიციატივო ჯგუფებისთვის

22 თებერვალს, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ოფისში, პროექტის ,,აქტიური თემი, ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის" ფარგლებში, სამიზნე 12 სოფლის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფებისთვის (სულ 21 ბენეფიციარისთვის) ტრენინგი თემაზე: ,,მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები ადგილობრივ თვითმმართველობაში" გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი გიორგი ანდღულაძე და წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივი ფორმები, რა არის თვითმმართველობა, თვითმმართველობის მოვალეობები და ა.შ. 
შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია

ვრცლად: ტრენინგი სამიზნე სოფლების საინიციატივო ჯგუფებისთვის

ტრენინგი საინიციატივო ჯგუფებისთვის

პროექტის ,,აქტიური თემი,ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის" ფარგლებში 26 იანვარს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სამიზნე სასოფლო თემების საინიციატივო ჯგუფებისთვის ჩატარდა ტრენინგი ,თემაზე: ადვოკატირების კამპანიები, ადვოკატირების გეგმის შემუშავება, პეტიციის მომზადება;
ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა ქ-ნმა ნანა იოსელიანმა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

 

ვრცლად: ტრენინგი საინიციატივო ჯგუფებისთვის

ტოლერანტის ახალი პროექტი-აქიური თემი ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის

2018 წლი 1 ოქტომბრიდან, ასოციაცია ,,ტოლერანტმა" დაიწყო ახალი პროექტი ,,აქტიური თემი ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის",  რომლის მიზანია: 

  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ჩართულობის  დონის   ამაღლება    თვითმართველობის   პროცესში;               
  • მუნიციპალური    ბიუჯეტების   თემების   მოსახლეობის   რეალურ    მოთხოვნებსა    და საჭიროებებზე      ორიენტაციის     ხარისხის    ამაღლება   საბიუჯეტო    პროგრამების  საკრებულოში  ადვოკატირებისა და ლობირების გზით;
  • ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებსა  და თმების  მოსახლეობას შორის  თანამშრომლობის ფორმების  ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მომზადებული აქტიური ახალგაზრდული  „თემის მხარდამჭერთა ჯგუფების“  ჩამოყალიბება  ორივე მუნიციპალიტეტში, სასოფლო თემების ადვოკატირების პროცესებში ჩართვისა  და  მონაწილეობაში    დახმარების მიზნით;
  • სასოფლო თემთა ქსელის შექმნა ორივე მუნიციპალიტეტში, გამოცდილების გაზიარება; ვრცლად: ტოლერანტის ახალი პროექტი-აქიური თემი ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის

საინფორმაციო ფორუმი მცირე და საშუალო ფერმერებისთვის

 DSC004892018 წლის 12 დეკემბერს  13 ს-ზე სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი"-ს მიერ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA ) საჯაროს აინფორმაციო ფორუმი ჩატარდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელიც ხორციელდება  ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა, სამეგრელო-ზემოსვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი.პროექტს ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია ,,PeopleinNeed"  და მისიპარტნიორები სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი , ასოციაცია “ათინათი”  და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი, პროექტის მიზანია :  რეგიონული სსო-ების გაძლიერება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ ამ კუთხით დახმარება გაუწიონ სოფლად მწარმოებლებს DCFTA მოთხოვნებთან ადაპტირებაში,  ევროპის ბაზრებთა ნქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

ვრცლად: საინფორმაციო ფორუმი მცირე და საშუალო ფერმერებისთვის

გრძელდება მიგრანტების რეგისტრაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2018 წლის " ფარგლებში გრძელდება მიგრანტების რეგისტრაცია, საჭიროებების გამოკვეთა და კონსულტირება.
გთხოვთ,ვინც აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიუმებს (საზღვარგარეთ არალეგალად იმყოფებოდით 1 წელზე მეტი ხნით და საქართველოში დაბრუნებიდან ერთი წელი არ შეგსრულებიათ)

მოგვაკითხეთ შემდეგ მისამართებზე:ახალციხე-რუსთაველის 47;

ტელ:599513622გორი-თარხნიშვილის 20 ა;
იჩქარეთ! პროექტის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება.

ახალი პროექტი DCFTA-ის საკითხებზე

აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები DCFTA- ის რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს ევროპულ გზაზე: DCFTA- ის და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციაზე ეფექტური მოდელისთვის" ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია "ტოლერნატი" ახორციელებს, პროექტის სახელწოდებაა "გზა ევროპისკენ", ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტე ში.პროექტი დაიწყო 1 სექტემბერს და გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში.
მოგვმართეთ ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში
მისამართზე: ქ.ახალციხე, რუსთაველის 47
☎️ ტელ: 571787775; 557227515

პროექტის პრეზენტაცია გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში"

?2018 წლის 25 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება" ასოციაცია "ტოლერანტმა" პარტნიორი ორგანიზაციის "გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ოფისის სააქტო დარბაზში ჩაატარა საგრანტო პროექტის პრეზენტაცია. 
პრეზენტაციას ესწრებოდა შიდა ქართლის მოსახლეობა, შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის (მერიის) და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მედია დაპოტენციური ბენეფიციარები (მიგრანტები).

ვრცლად: პროექტის პრეზენტაცია გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში"