პროექტის პრეზენტაცია გორის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში"
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 12:11
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2434
?2018 წლის 25 მაისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება" ასოციაცია "ტოლერანტმა" პარტნიორი ორგანიზაციის "გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ოფისის სააქტო დარბაზში ჩაატარა საგრანტო პროექტის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდა შიდა ქართლის მოსახლეობა, შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის (მერიის) და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მედია დაპოტენციური ბენეფიციარები (მიგრანტები).
➡️პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის კოორდინატორმა ცირა მესხიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში გაწეული შედეგები 2016-2017 წლების მაჩვენებლებით და პროგრამის მიზნები და ამოცანები , მომავალი 2018 წელს ჩასატარებელი საქმიანობების მიხედვით.
პროექტის შესახებ აგრეთვე ისაუბრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგერნელმა - ფიქრია ბრეგვაძემ, რომელმაც კონკრეტულად წარმოადგინა ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც შეეძლებათ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს (სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგუიონებში ) სხვადასხვა სახის სერვისების მიღება.
?პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, დაისვა კითხვები. პრეზენტაციაში მონაწილე მიგრანტებმა გაიარეს გარკვეული კონსულტაციები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ "პროექტი მოსახლეობაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისასალმებელია, რომ ბევრმა მიგრანტმა უკვე მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება."
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი.