პარასკევი, 19 აპრილი 2024

საინფორმაციო-რესურს მაგიდები ამოქმედდა

,,სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში" გახსნილი საინფორმაციო-რესურს მაგიდა უკვე ამოქმედდა.
აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მცირე და საშუალო მეწარმეებსა და აგრომწარმოებლებთან.

საინფორმაციო-რესურს მაგიდების კონსულტანტებმა თამარ სამსონიძემ და ინგა ცუცქირიძემ, ბენეფიციარებს მიაწოდეს ინფორმაცია DCFTA სტანდარტებზე, პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქტის გასაღების ბაზრებზე, ასევე მიკრო და მცირე ბიზნესისათვის პროგრამებზე და სხვა.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვაკითხეთ ასოციაცია,,ტოლერანტის" ოფისში.
მის. ქ. ახალციხე, რუსთაველის #47
ტელ:571787775