ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

მთავარი

საგრანტო კონკურსი დასრულებულია

 

,,ეკო-კორიდორების" პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი თემით „მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება  ველური ბუნების შენარჩუნებისა და დაცვის პარალელურად”  დასრულდა, მიმდინარეობს პირობების განხილვა ადიგენის მუნიციპალური საბჭოს მიერ 22 დან-25 ივლისის ჩათვლით.

   

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ „ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს

„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

ველური ბუნების შენარჩუნებისა და დაცვის პარალელურად”

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადიგენის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს: დერცელი, კეხოვანი, მოხე, ნამინაური, არზნე, პატარა ზანავი, დიდი ზანავი, გომარო, კიკიბო, ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, ჭეჭლა, აფიეთი, ჩორჩანი, ფლატე ნაქურდევი, ზემო ენთელი, შოყა, ფხერო, ხევაშენი, ბოლაჯური,დიდი სმადა, პატარა სმადა)

ვრცლად: სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ „ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში აცხადებს...

მიგრანტების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით დახმარებას სთავაზობს. 2016 წელს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

ასოციაცა "ტოლერანტმა" ბავშვთა უფლებების შესახებ ფილმის ჩვენება გამართა

ასოციაცია "ტოლერანტმა" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის" ფარგლებში ფილმის ჩვენება გამართა. 

პროექტის მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვას წარმოადგენდა.

ფილმები სამ ძირითად პრობლემას ეხებოდა, როგორიცაა:ოჯახური ძალადობა , ნაადრევი ქორწინება და ბავშვთა შრომა.

შეხვედრის მონაწილეებს ასოციაცია "ტოლერანტის" დირექტორი პროექტით დაგეგმილი აქტივობების შესახებ ესაუბრა.

აუდიტორიაში იმყოფებოდნენ ფილმის გმირებიც. 

 

პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხეში შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მათ ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტთან“ ერთად „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
პროგრამა 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საქართველოში დაბრუნებულ რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს , რომლის მიზანია საქარველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგრად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

ვრცლად: პროექტის პრეზენტაცია

ყურადღება!!!

სოციალური პროექტი "ჩემი ოსტატი“, ახალციხის მცხოვრებლებს, სხვადასხვა ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლად კვალიფიციურ დამხმარეს სთავაზობს. პროექტს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი“ ახორციელებს. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
 ელექტროობა (ჭაღის მონტაჟი/შეკეთება; პატრონას მონტაჯი/შეკეთება; ჩამრთველის მონტაჟი/შეკეთება; ელ. ავტომატის შეცვლა; ბრის ან სანათის მონტაჟი/შეკეტება; დენის, ტელეფონის ან ტელევიზორის კაბელის გაყვანა; ელ.დაზიანების შეკეთება).

ვრცლად: ყურადღება!!!

გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და ექვს საჯარო სკოლას შორის.

2017 წლის 10 აპრილს, პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის" უსაფრთხო სკოლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და ექვს საჯარო სკოლას შორის.

სასკოლო ინიციატივების ფარგლებში დაგეგმილია ნაადრევი ქორწინების, ბავშვთა შრომის და სკოლის მიტოვების რისკების შემცირების ღონისძიებები. ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და საზოგადოების წევრები.

 

პროექტი ხორციელდება შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.

სოციალური მეწარმეობის ოთხ დღიანი ტრენინგი სამცხე-ჯავახეთში

25, 26, 27 ,28 აპრილს პროექტ “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ტრენინგში „ბიზნესგეგმის შემუშავება სოციალური საწარმოსთვის“.

ვრცლად: სოციალური მეწარმეობის ოთხ დღიანი ტრენინგი სამცხე-ჯავახეთში

,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო პროექტი გამოაცხადა თემით ,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია“. ამ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით, 590 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 20 თებერვალია, რის შემდეგაც კომისია თითოეულ იდეას შეისწავლის და გამარჯვებულს გამოავლენს.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტში“ გაიმართა.

სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სოციალური გრანტები გაიცა

16 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში" “საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გაიმართა მცირე გრანტების გაცემის კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ხელშეკრულების გაფორმება. 

ბენეფიციარებს განემარტათ პროექტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობები