ყურადღება!!!
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 12:56
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2039
სოციალური პროექტი "ჩემი ოსტატი“, ახალციხის მცხოვრებლებს, სხვადასხვა ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლად კვალიფიციურ დამხმარეს სთავაზობს. პროექტს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი“ ახორციელებს. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
ელექტროობა (ჭაღის მონტაჟი/შეკეთება; პატრონას მონტაჯი/შეკეთება; ჩამრთველის მონტაჟი/შეკეთება; ელ. ავტომატის შეცვლა; ბრის ან სანათის მონტაჟი/შეკეტება; დენის, ტელეფონის ან ტელევიზორის კაბელის გაყვანა; ელ.დაზიანების შეკეთება).
უნივერსალური სამუშაოები – სანტექნიკა;
აათობრივი ძიძა პატარებისათვის;
საათობრივი მომვლელი მოხუცებისათვის;
დამხმარე დამლაგებელი.
პროექტი "ჩემი ოსტატი“ არასამთავრო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება. მის ფარგლებში დამხმარე სპეციალისტები სხვადასხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვნენ.
"უკვე ერთი წელია ეს იდეა გვაქვს. მერე დამხმარედ მოგვევლინა ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო“, რომელიც ასეთი ტიპის სოციალურ პროექტებს აფინანსებს. გარდა იმისა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურებით ისარგებლონ, მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ პროექტში დასაქმდნენ. მათი კვალიფიციურობა ადგილზე შემოწმდება და შენდეგ მოხდება დასაქმება“,– განმარტავს ასოციაცია "ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.
პროექტში უკვე დასაქმებულია შშმ პირი. გელა ბარძიმაძე ,,ჩემი ოსტატის“ ოპერატორი იქნება.
"თუ პროექტმა გაამართლა და მოსახლეობისგან წამოვიდა დაინტერესება, სერვისების რაოდენობას გავზრდით. ამ ეტაპზე, მე ვუპასუხებ ზარებს და გადავამისამართებ სპეციალისტებს ადგილზე“, – ამბობს გელა ბარძიმაძე.
როგორც ასოციაცია "ტოლერანტში“ განმარტავენ, თითოეული მომსახურების ღირებულება წინასწარ განსაზღვრულია. იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა შეღავათებით ისარგებლებენ შშმ პირები და მარტოხელა მოხუცები. მათივე თქმით, პროექტიდან მიღებული შემოსავალი ამავე პროექტში დასაქმებულ შშმ პირებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მოხმარდება.
ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში დამხმარეები მხოლოდ ქალაქ ახალციხის მაცხოვრებლებს მოემსახურებიან.
საჭიროების შემთხვევაში, მსურველებმა უნდა დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 22 05 86 ან 574 07 11 53. ტრანსპორტირებას ასოციაცია უზრუნველყოფს.