გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და ექვს საჯარო სკოლას შორის.
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 12:55
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2428
2017 წლის 10 აპრილს, პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის" უსაფრთხო სკოლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტსა და ექვს საჯარო სკოლას შორის.
სასკოლო ინიციატივების ფარგლებში დაგეგმილია ნაადრევი ქორწინების, ბავშვთა შრომის და სკოლის მიტოვების რისკების შემცირების ღონისძიებები. ინიციატივების განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და საზოგადოების წევრები.
პროექტი ხორციელდება შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.