-
კატეგორია: მთავარი
-
გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:48
-
ავტორი: Super User
-
გადასვლები: 2598
-
დაბეჭდვა
-
ელ-ფოსტა
ორდღიანი ფსიქოლოგიური კონსულტაციები, რომელიც ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირი აფინასებს, ექვსმა ყოფილმა პატიმარმა გაიარა. კონსულტაციებს ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი უძღვებოდა. .
- ბატონო სიმონ, ძირითადად რა სახის პრობლემები გამოიკვეთა, რა ფსიქოლოგიურ დარღვევებს აქვს ადგილი?
ყველა მათგანს სხვადასხვა ინტენსივობით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ზოგს მწვავედ გამოხატული, ზოგსაც ნაკლებად, რაც განპირობებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა როდესაც მათ საპატიმროები დატოვეს.
- რას გულისხმობთ?
საზოგადოების მხრიდან მათ გაუცხოვება და უნდობლობა იგრძნეს და მტკივნეულად განიცადეს. ერთ-ერთმა მოყვა, რომ უბანში ქათმები დაიკარგა, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დაზარალებულმა მას დააბრალა ქურდობა. მსგავსი ფაქტები ყოველდღიურობაში ბევრი ხდება რამაც მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ვრცლად: ,,ყველა ყოფილი პატიმარი ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს საჭიროებს’’