ყოფილი პატიმრებისთვის ფსიქოლოგის კონსულტაციები ბორჯომშიც დაიწყო
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 11:00
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2309
ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში დაგეგმილი ფსიქოლოგიური კონსულტაციები ახალციხის შემდეგ ბორჯომში მიმდინარეობს.
ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი ამ ეტაპზე ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას ცხრა ყოფილ პატიმარს გაუწევს.
პროექტს „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ევროკავშირი აფინასებს.