ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

მუსლიმი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხი სოციალურ ქსელებში დიდი აქტივობით განიხილება

კომენატრები და აქტივობა სოციალურ ქსელებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან თურქ კოლეგა აჰმედ დავუთოღლუსთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, შედგა რამდენიმე ვიზიტი და მუსლიმი მესხები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა სამომავლო საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაცნობოდნენ. საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აქვს აღებული.

,,ვაპირებთ ამ ვალდებულების შესრულებას“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
წინაპრების სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად დოკუმენტაცია 2007 წლიდან 2010 წლის პირველ იანვრამდე 5 864-მა მუსლიმმა მესხმა შეავსო. 864 პირს რეპატრიანტის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს.

მომხრეები და მოწინააღმდეგეები
სოციალური ქსელ ფეისბუქზე მუსლიმი მესხების ჩამოსახლების საკითხს არაერთგვარი გამოხმაურება მოყვა.
ფეისბუქის მომხმარებლების ნაწილს მიაჩნია, რომ სანამ დევნილების საკითხი მოგვარებული არაა, მთავრობამ ამ ეტაპზე მუსლიმი მესხების ჩამოსახლებაზე თავი უნდა შეიკავოს.
- ჯერ დააბრუნონ ლტოლვილები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემდეგ დავიწყოთ სამცხედან გასახლებული თურქების ჩამოსახლება. თუ ეგენი თურქებად თვლიან თავს თურქებს ჩაუსახლონ, ჩვენ რას გვერჩიან, რომელიც ქართველად თვლის თავს მივიღოთ, ოღონდ მას მერე როცა ჩვენს ლტოლვილებს დააბუნებენ.
- თურქები გვაკლია ახლა რა საქართველოში.
ზოგიერთისთვის განმსაზღვრელი ეროვნებაა.
- ფრანგები საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსულმანებს და შავკანიანებს ეროვნებას ფრანგს უწერენ. მივბაძოთ ევროპელებს.
საზოგადოების უმეტესი ნაწილი სამცხე-ჯავახეთის ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას.

- ამ საკითხის წამოწევა უკიდურესად დაძაბავს სიტუაციას ჯავახეთში, იქაური სომხები აჯანყებას დაიწყებენ თუ ,,თურქი-მესხების“ ჯავახეთში ჩასახლება დაიწყო.
ყურადღებაა ასევე გამახვილებული ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზეც.
- მაგ ხალხს დასაქმება უნდა ჩამოსახლებასთან ერთად, რაც ჩვენთან შეუძლებელია. თურქეთში ყვავის ეკონომიკა მაშინ როცა ჩვენ დაქცეულები ვართ და ეს ტენდენცია მზარდია.

- ვის რათ უნდა ნახევრად მშიერ საქართველოში ჩამოსახლება? თქვენ რა, გგონიათ ყაზახეთიდან თურქები საქართველოში ჩამოვლენ? ყველაზე მეტად მათ კრასნოდარში ჩაგრავდნენ და ისინიც ამერიკაში წავიდნენ. მაქსიმუმ საქართველოში ჩამოვა 10 000 თურქი.

- მაჰმადიანი მესხების დაბრუნება - ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება განახორციელოს ამ მთავრობამ.

- რასაკვირველია გასახლებულებს საშინელი ტრაგედია გადახდათ, მაგრამ ვინც ჩაასახლეს, ის ხალხი არაფერშია დამნაშავე. მიწები გაინაწილეს უკვე და ახალი მოსახლეები (თუ გინდა, იმერლები ან გურულები ჩაასახლე და არა "თურქი მესხები") მაინც არ შეხვდება კეთილგანწყობას ადგილობრივების მხრიდან-ისედაც არ ულხინს ხალხს და ახლა კიდევ რომ ახლები დაემატებიან...ამიტომ თუ მოხდება ჩასახლება კომპაქტურად არ უნდა იყოს. რომ იცოდეთ, იმერლებსაც არ შეხვედრიან ადგილობრივები მაინცდამაინც დიდი კეთილგანწყობით. მეზობელ სოფელში ცხოვრობენ "ძირძველები" და ჩემს სოფლელებს მუდმივად ედავებოდნენ ხან სახნავს, ხან საძოვარს და ხანაც წყალს.

- ლაპარაკია არა კიდევ ერთ პრობლემაზე, მოხდა უკანონო და უმიზეზო დეპორტაცია? უნდა მოხდეს რეპატრიაცია და ამას ხელი არ შეიძლება შეეშალოს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოსწრებიხარ ამ ფაქტს ან იქიდან უსამართლოდ აყრილ ხალხს იმდროინდელი სტერეოტიპის ვარიაციით, თურქს უწოდებ