ამნისტია - საზოგადოების განხილვის საგანი
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:55
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2261
ასოციაცია „ტოლერანტმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის, „პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერები) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში, დისკუსია გამართა. დისკუსიის თემა იყო - „ამნისტია“ და მას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საჯარო სკოლების უფროსკლასელები ესწრებოდნენ...
„2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რამაც თავიდანვე გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. განსაკუთრებით 139 მუხლმა, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობას გულისხმობს. დღევანდელი დისკუსიის მიზანია გავარკვიოთ, საზოგადოების აზრი კონკრეტული ამინისტირებული მუხლების შესახებ“,- თქვა პროექტის იურისტმა, დავით თელიაშვილმა.
იურისტის, ნელი ღონღაძის განმარტებით ის იმ საზოგადოების ნაწილის მიეკუთვნება, რომელიც თავიდანვე არ ემხრობოდა 139-ე მუხლის ამნისტიას. იურისტმა პოლიტპატიმრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქმეების გადახედვა ხელახლა უნდა მოხდეს.
„პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ნორმებით განთავისუფლდნენ, რაც მისასალმებელია. თუმცა ვფიქრობ,რომ აქაც ბევრი მუხლი უნდა გადაიხედოს“,- განმარტა მან.
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ლექტორმა, ვოვა ზედგენიძემ პატიმრების მასიურ განთავისუფლებას, ნეგატიური შეფასება მისცა. მან სოციალურ მოტივზე ჩადენილ დანაშაულზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფომ ეკონომიკური ზრდითა და დასაქმებით ხელი უნდა შეუშალოს დანაშაულის მომატებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის გაანგარიშებით პროცენტულად ყველაზე ბევრი პატიმარი გვყავდა, მასობრივი ამნისტია მაინც არ მიმაჩნია სწორად. არ არსებობს გარანტია, რომ ისინი აღარ ჩაიდენენ განმეორებით დანაშაულს“,- მიაჩნია მას.
დისკუსიაზე მოსულმა იურიდიულმა ფაკულტეტის სტუდენტებმა ამნისტირების შემდეგ გაზრდილ დანაშაულის შემთხვევებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყვეს 139- მუხლი.
„ჩემი აზრით ამდენი მუხლის ერთდროული ამნისტირება გადაჭარბებული იყო, რადგან შედეგი უკვე აისახა, მოიმატა დანაშაულმა. განსაკუთრებით 139-ე მუხლის ამნისტირების საკითხი უნდა გადახედილიყო კიდევ ერთხელ“,- თქვა ნინო ხითარიშვილმა.
დისკუსიის ბოლოს პროექტის ფარგლებში ნარკომანიის თემაზე გადაღებული კლიპის ჩვენება მოეწყო.
ყოფილი პატიმარი - როცა სამსახურში არავის აყავხარ ნასამართლეობის გამო, უკვე კერძო ბიზნესზე უნდა იფიქრო
გათვილილი საჭიროებები და საინტერესო ოთხდღიანი ბიზნეს ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის. ასოციაცია ,,ტოლერანტი“ პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ , ფარგლებში ყოფილ პატიმრებს ბიზნესი წარმოებას ასწავლიდა. .
ტრენინგს თბილისიდან მოწვეული ტრენინგის კურსის კოორდინატორი, როინ ხინთიბიძე და ბიზნეს ტრენერი, ქეთევან ხმალაძე უძღვებოდნენ.
,,მეოთხე დღე ძირითადად ფინანსურ ნაწილს დაეთმო, კონკრეტულად კი განვიხილეთ ფასწარმოქმნა, მოგება/ზარალის უწყისი, ფულის მიმოქცევის უწყისი და ბიუჯეტი. განხილვის შემდეგ მოხდა ნასწავლის პრაქტიკულად განხორციელება, კერძოდ წინასწარ შექმნილ ჯგუფში, კონკრეტული იდეის მიხედვით, თავად მოახდინეს ფინანსური უწყისების შექმნა და ანალიზი.
რაც შეეხება ზოგადად ჯგუფის დახასიათებას, იყვნენ ძალიან აქტიურები, მოტივირებულები, გახსნილები. მართავდნენ დისკუსიებს კონკრეტული საკითხის გარშემო. მათი აქტიურობიდან, ტრეინინგში ჩართულობიდან და დასმული კითხვების შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ტრეინინგი მათთვის იყო საინტერესო, საჭირო , რომელიც აუცილებლად გამოადგებათ ნებისმიერი საქმიანობის სწორად დაგეგმვაში, რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხეების წინასწარ შეფასებასა და ანალიზის გაკეთებაში“, - გვითხრა ტრენერმა, ქეთი ხმალაძემ.
ყოფილი პატიმარი - ,,ტრენინგი მომეწონა. ვფიქრობ გამომადგება, ვინაიდან ვისწავლე ბიზნესის მთავარი პრინციპი - შემოსავალს მინუს ხარჯი უდრის მოგებას. ასევე ვისწავლეთ გამოთვლები, როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ბიზნესი, რომ მინიმალურად შეამცირო ზარალი და მაქსიმალურად გააზარდო შემოსავალი. კარგი პედაგოგები გვყავდნენ”.
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერი გოჩა ნათენაძე მიიიჩნევს, რომ აუცილებელი და საჭირო იყო ყოფილი პატიმრებისთვის ბიზნეს ტრენინგის ჩატარება.
ყოფილ პატიმარებს ტრენინგების გავლის შემდეგ სპეციალურ სერთიფიკატები გადასცეს.
საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი და ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული, მაგრამ ისინი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ვერ ფარავს და ამდენად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მსგავსი პროექტის განხორციელება პირველია და შეიძლება ითქვას პოლოტური.
გოჩა ნათენაძე - გაცილებით მეტი ინფორმირებულობა და დიდი კომპანიაა ჩასატარებელი, რომ ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ
ოჯახი დიდია, თუმცა წინაპრების სამშობლოში ჩამოსვლა ყველამ ერთად ვერ შეძლო. ,,თვითრეპატრირებული“ მესხების ახალი ოჯახი უკვე სოფელ კლდეში ცხოვრობს.
.
დერცელიდან - სმადაში, სმადიდან - კლდეში. ეს იმ სოფლების ჩამონათვალია სადაც 69 წლის განმავლობაში რაშიდოვების ოჯახი ცხოვრობდა. სმადა აზერბაიჯანში, საათლის რაიონის სოფელია და არა ადიგენის ამ შემთხვევაში.
ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი კლდე - რაშიდოვები აქ ჯერჯერობით სხვის სახლში ცხოვრობენ.
წინაპრების გვარი - ჩხეიძეა , სოფელი - დერცელი, ადიგენის მუნიციპალიტეტი.
ოჯახის უფროსი საბირ რაშიდოვი, შვილ -ხასანთან, რძალთან და სამ შვილიშვილთნ ერთად დაბრუნდა საქართველოში.
ოჯახის უმცროსი წევრი - ნურლანი ხუთი წლისა. დედის კალთას ეფარება და ჩვენი საუბარი არ ესმის.
რეპატრიანტის სტატუსი ოჯახის უფროსს საბირ რაშიდოვს აქვს მხოლოდ მინიჭებული. ოჯახის სხვა წევრები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
რაშიდოვები ქართულად ვერ საუბრობენ. საუბარში რეპატრირებული მესხი რეიზ მანზულოვი გვეხმარება.
,,ქართულს მალე ვისწავლით, ძაან მინდა“, - მეუბნება გულსარა რაშიდოვა და მიღმის.
გულსარას შვილები 11 წლის გიუნელი და რვა წლის ჯაბირი, ჯერჯერობით სკოლაში ენის არ ცოდნის გამო ვერ ივლიან. (ბავშვებმა არც რუსული იციან)
,,ლამაზია აქაურობა, როგორც მეუბნებოდნენ ზუსტად ისეთი“, - მეუბნება გულსარა.
როგრიაო? ვინ გეუბნებოდა? -ვეკითხები მე.
,,ოოო, ზან ლამაზიაოო, სულ მწვანეაო. ბაბუა მიყვებოდა ხოლმე საქართველოზე“.
გულსარა რაშიდოვი მომავალზე ვერ საუბრობს, ამბობს, რომ მიწას დაამუშავებენ და თავს ამით ირჩენენ.
სამცხე-ჯავახეთში დაბრუნებული დეპორტირებულთა უმეტესი ნაწილი ჩამოსულია, არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე. მათი ჩამოსახლება ხდება სტიქიურად და მოუმზადებლად. არ იციან კანონმდებლობა, აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ საბუთების დროულად მოწესრიგებას და შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან უუფლებო მდგომარეობაში. ყოველივე ამის გამო, ექმნებათ პრობლემები განათლების, სამედიცინო მომსახურების დასაქმების და სხვა სოციალურსფეროებში. დეპორტირებული მესხები არ ცდილობენ რეაპტრიანტის სტატუსის მოპოვებას, ან არ ელოდებიან მის მიღებას და საკუთარი ინიციატივით ჩამოდიან საქართველოში, ყიდულობენ ქონებას და წლების განმავლობაში არც ცდილობენ ლეგალიზებას. ისინი პრაქტიკულად განწირულნი არიან უუფლებო მდგომარეობისთვის.
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მენეჯერის გოჩა ნათენაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ,,ტოლერანტი“ ორი წელია მუშაობს ამ კუთხით მიმიდნარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენიის“ ფარგლებში, როგორც ჩანს არ აღმოჩნდა საკმარისი.
,,ჩვენ ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელი , რომ არ მოხდეს ,,თვითრეპარტრიაცია’’. რეპატრიაციის პროცესი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა გაირონ ყველა სამართლებრივი პროცედურა. რაშიდოვების ოჯახში მხოლოდ ერთს აქვს რეპატრიანტის სტატუსი და ეს სტატუსიც არ ნიშნავს მათ ბოლომდე ლეგალიზებას. დეპორტირებულმა მესხებმა უნდა იცოდნენ როგორ უნდა ჩამოვიდნენ, რომ ყველა პროცედურა სრულად უნდა გაიარონ. ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის განსამარტებელი თითოეულ მათგანისათვის. გაცილებით მეტი ინფორმირებულობა და დიდი კომპანიაა ჩასატარებელი, რომ ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ“, - ამბობს გოჩა ნათენაძე.