,,ყველა ყოფილი პატიმარი ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს საჭიროებს’’
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 10:48
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2599
ორდღიანი ფსიქოლოგიური კონსულტაციები, რომელიც ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირი აფინასებს, ექვსმა ყოფილმა პატიმარმა გაიარა. კონსულტაციებს ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი უძღვებოდა. .
- ბატონო სიმონ, ძირითადად რა სახის პრობლემები გამოიკვეთა, რა ფსიქოლოგიურ დარღვევებს აქვს ადგილი?
ყველა მათგანს სხვადასხვა ინტენსივობით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ზოგს მწვავედ გამოხატული, ზოგსაც ნაკლებად, რაც განპირობებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა როდესაც მათ საპატიმროები დატოვეს.
- რას გულისხმობთ?
საზოგადოების მხრიდან მათ გაუცხოვება და უნდობლობა იგრძნეს და მტკივნეულად განიცადეს. ერთ-ერთმა მოყვა, რომ უბანში ქათმები დაიკარგა, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დაზარალებულმა მას დააბრალა ქურდობა. მსგავსი ფაქტები ყოველდღიურობაში ბევრი ხდება რამაც მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
- რას ყვებიან პატიმრები ქონდა თუ არა ადგილი სასჯელღსრულების დაწესებულებაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას?
დიახ, განსაკუთრებით ფიზიკურ ძალადობას, რომელიც ზედამხედველების მხრიდან ხორციელდებოდა მათზე. ეს იმდენად მტკივნეული თემა აღმოჩნდა, რომ რამდენიმემ არც კი ისურვა ამაზე საუბარი. ერთ -ერთმა თქვა ზედამხედველებს შეიძლება მხოლოდ იმიტომ ეცემათ პატიმრები, რომ მოწყენილები იყვნენ და გართობა უნდოდათ. ერთმა გოგონამ მოყვა, რომ გვიან ღამით აღვიძებდნენ, საკნიდან გაყავდათ იმის გამო ნაცემი ან ავადმყოფი პატიმარი საკაცით სამედიცინო ოთახამდე რომ მიეყვანა. ეს გოგონა დღემდე ფსიქოტროპულ წამლებს იღებს.
- საუბრობენ თავიანთ დანაშაულზე?
უმრავლესობა კი. გოგონა, რომელზეც ზემოთ გიყვებოდით ბრალს არ აღიარებს. მან ნაქურდალი ნივთის გასაღებისთვის მოიხადა სასჯელი. ამბობს, რომ დამნაშავე არ იყო. ეს კიდევ ართულებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
- პროექტის ფარგლებში პატიმრებთან ერთი წლის მანძილზე მოგიწევთ კონსულტაციების გამართვა. როგორ ფიქრობთ არის ეს საკმარისი მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის?
ფსიქოლოგიის პირველ ეტაპი ექვსმა ბენეფიციარმა გაიარა, თუმცა მსურველი 14-ია და შემდეგ ეტაპებზე სხვებიც შემოგვიერთდებიან. არც ეს არ არის საკმარისი. მე ვთვლი, რომ ყველა ყოფილ პატიმარს ინდივიდუალური კონსულტაციები ესაჭიროება..
- როგორ ფიქრობთ გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა რა დაეხმარებათ მათ, საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნებას შეუწყოს ხელი?
პირველ რიგში დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში სრული რეაბილიტაციისთვის. ამაში კი დიდი როლი ისევ საზოგადოებამ და ოჯახმა უნდა ითამაშოს. ყველა მათგანს აქვს სურვილი სპეციალობის შესწავლის და დასაქმების. ამიტომ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი და გვერდით დავუდგეთ, რომ მათი სრული რეაბილიტაცია მოხდეს.