ბიზნეს ტრენინგები ყოფილი პატიმრებისთვის დაიწყო
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 09:35
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2247
დღეს დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში დადგეგმილი ბიზნეს ტრენინგები ყოფილი პატიმრებისთვის.
ოთხდღიან ტრენინგს თბილისიდან მოწვეული GPG ტრენინგის კურსის კოორდინატორი, როინ ხინთიბიძე და ბიზნეს ტრენერი, ქეთევან ხმალაძე უძღვებიან.
,,საკმაოდ საინტერესო აუდიტორია დამხვდა, არ მოველოდი, აქტიურები არიან. ისეთ კითხვებზე გამცეს პასუხები რაც ჩემმა სტუდენტებმაც კი არ იციან“, - ამბობს ტრენერი, როინ ხინთიბიძე.
პირველი დღის ტრენინგის მთავარი სლოგანია - ბიზნესში მთავარია დათვლა და რადგან ტრენინგზე მყოფი ყოფილი პატიმრების უმეტესობას მცირე ბიზნეს აქვს ტრენინგიც კითხვა-პასუხის და კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს.
ყოფილი პატიმარი - ინტერესი მაქვს, რომ მეტი ვისწავლო და მეტი გავიგო. მეც პატარა ბიზნესი მაქვს. ფინანსების გამოთვლა უკვე გავიარეთ.
პროექტს „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ახორცილებს.
სამცხე-ჯავახეთის ყველა ქალქიდან ჩამოსული 24 ყოფილი პატიმარი ტრენინგების გავლის შემდეგ სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებს.