ბიზნეს ტრენინგები ყოფილი პატიმრებისთვის
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 09:30
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2643
21-24 მარტს პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ახალციხეში, პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ ყოფილი პატიმრებისთვის ბიზნეს ტრენინგები ჩატარდება.ოთხდღიან ტრენინგს თბილისიდან მოწვეული GPG ტრენინგის კურსის კოორდინატორი, როინ ხინთიბიძე და ბიზნეს ტრენერი, ქეთევან ხმალაძე გაუძღვებიან. ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ადიგენიდან, ბორჯომიდან, ასპინძიდან და ახალციხიდან 24 ყოფილი პატიმარი ტრენინგების გავლის შემდეგ სპეციალურ სერთიფიკატებს მიიღებს.