ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

მთავარი

ფლეშმობით ნაჩვენები ტოლერანტობა

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება გაიმართა, თუმცა ამ მხრივ თამად შეიძლება ითქვას გამორჩეული იყო ფლეშმობი, რომელიც ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ორგანიზებით მოეწყო.
რაც უფრო მეტი მონაწილეა, მით უფრო სანახაობრივია წარმოდგენა, ამიტომაც ფლეშმობი ქალაქის ცენტრში დაიდგა და რადგან ფლეშმობი ახალციხეში პირველად მოეწყო მის საყურებლად ისედაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. .
როგორც ფლეშმობის მონაწილეები გვეუბნებიან ფლეშმობი ადამიანების ჯგუფია, რომლებიც ახორციელებენ უჩვეულო ქმედებებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ყველაფერი ჩხუბის ინსცენირებით დაეწყოთ. თავდაპირველად ხმამაღალმა ყვირილმა მიიქცია ქუჩაში მოსიარულეების ყურადღება, შემდეგ ორი ბიჭი წაკინკლავდა და წრეც შეიკრა, რასაც მუსიკა და ცეკვა მოჰყვა.

ვრცლად: ფლეშმობით ნაჩვენები ტოლერანტობა

პრესრელიზი

17 ნოემბერს, 12.00 საათზე, თბილისში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური განვითარების ინსტიტუტში (CIPDD) ჩატარდება დისკუსია თემაზე – "რეპატრირებულთა უფლებები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში”. .
სადისკუსიო თემები:
*საქართველში მცხოვრები “თვითრეპატრირებული” მესხების მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების საკითხი;
*პრობლემები განათლების სისტემაში;
*უძრავი ქონებისა შეძენასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიძნელეები;
*გვარის დაბრუნებისა და აღდგენის გართულებული პროცედურები და ა.შ.
შეხვედრა ხორციელდება მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია" ფარგლებში.
პროექტი დაფინასებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ასოციაცია ,,ტოლერანტი”. პარტნიორი ორგანიზაციები - ,,მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური განვითარების ინსტიტუტი (CIPDD)” და აზერბაიჯანის ორგანიზაცია - ,,ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოება”.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ანგარიში საზოგადოებას

პროექტის ,პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების უფლებების დაცვა, მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში", ფარგლებში ასოციაცია „ტოლერანტმა“ საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. .
პროექტმა სტარტი 2011წლის იანვარში აიღო. თერთმეტ თვიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენრში გაიმართა და მას ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები, პროექტის ასისტენტები; ახალციხიდან, ახალქალაქიდან, ადიგენიდან ასპინძიდან, ბორჯომიდან, არასამთავრობო ორგანზაციებისა და პროფესიული კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენლები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები, სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, იურისტები და ფსიქოლოგი ესწრებოდა.

ვრცლად: ასოციაცია „ტოლერანტის“ ანგარიში საზოგადოებას

ვიზიტი რეპატრირებულ მესხებთან

 

 

14 ნოემბერს ასოციაცია „ტოლერანტის“ ჯგუფი პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“, ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხ ოჯახებს ესტუმრა. ოჯახების კარდაკარ შემოვლა მიზნად საჭიროების შემთხვევაში მათ უფასო სამედიცინო მომსახურებას ითვალისწინებდა. ვიზიტის დროს ასოციაციის ექიმმა ლია წიქარიშვილმა ყველა ოჯახს სეზონურ ვირუსებზე სამედიცინო კონსულტაციები გაუწია და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დანიშნულება მისცა

მორიგი სამუშაო შეხვედრა

სამუშაო ვიზიტით ასოციაცია ,,ტოლერანტი“ გორში წითელუბანში რეპატრირებულ მესხებს შეხვდა.
გორში, კერძოდ კი წითელუბანში რეპატრირებულული მესხების 12 ოჯახი ცხოვრობს, აქედან ახალი ჩამოსახლებული ერთი ხასან ოსმანოვის ოჯახია. ოსმანოვებიცა და სხვა რეპატრირებული მესხები სალიმ ისკანდეროვის ოჯახში იყვნენ შეკრებილები და ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლებს ელოდნენ. .
ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა ახალ ოჯახს ,,ტოლერანტის“ მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მათი ისტორიაც მოისმინა.

ვრცლად: მორიგი სამუშაო შეხვედრა

საპარლამენტო არჩევნების გამო გადადებული საქმიანობები

ასოციაცია ,,ტოლერანტში’’ პროეტის „ახალგაზრდა მსჯავრდებული (პრობაციონერების) ხელშეწყობა სამხცე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში პროექტის ასისტენტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ასისტენტებმა ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ბორჯომიდან და ადიგენიდან კვარტალური ანგარიშები წარადგინეს.
წარმოდგენილი ანგარიშები საქმიანობებით დატვირთული არ აღმოჩნდა რაც ასისტენტებმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდით ახსნეს. ადიგენის ასისტენტის ანგარიშიდან ;
„პრობაციონერების დასაქმებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას შევხვდი. მათ რამდენიმე პრობაციონერს რეკომენდაცია გაუწიეს. შედეგად ადგილობრივი დამსაქმებლებისგან დადებითი პასუხის მივიღეთ და ორი პრობაციონერი დასაქმდა“,- განმარტა რეზო სულაქველიძემ.

ვრცლად: საპარლამენტო არჩევნების გამო გადადებული საქმიანობები

ექსკურსია რაბათში

რეპატრირებული მესხი ქალები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალიდან ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ორგანიზებით ქალაქ ახალციხეს სტუმრობდნენ. .
რეპატრირებულმა მესხმა ქალებმა ახალციხის უძველესი უბანი რაბათი დაათვალიერეს.
რეაბილიტირებულმა რაბათმა - მეჩეთი, მინარეთი, მედრესე, ჯაღელების სასახლე, ქორწინების სახლი, ამფითეატრი, შარდევნები დამთვალიერებლების აღფრთოვანება გამოიწვია.
,,ძალიან მომეწონა აქაურობა. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუმცა მსგავს რამეს ნამდვილდა არ ველოდი“, - ასეთი იყო ერთ-ერთი მესხი ქალბატონის კომენტარი ნანახზე.
ექსკურსია მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ფარგლებში შედგა.

იურისტების სამუშაო შეხვედრა

მოქალაქეობის არმქონე ,,თვითრეპატრირებული“ მესხი სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი მდგომარეობა და სტატუსის მინიჭების საკითხი, მესხთა რეპატრიაციის შესახებ 2012 წლის სამართლებრივი პრობლემების ზოგადი მიმოხილვა და ადვოკატირება, ეს საკითხები იყო განხილული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ოფისში გამართულ იურისტების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში შედგა.

ვრცლად: იურისტების სამუშაო შეხვედრა

განახლდა ახალციხის ისტორიული უბანი - რაბათი

ოფიცილურ გახსნაზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შარლ აზნავურმა იმღერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის ციხეს აღმშენებლობის გვირგვინი უწოდა.
,, ჩვენ ავაშენეთ რაბათი, რომელიც არის გვირგვინი აღმშენებლობის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. აღდგა და გადაიხურა ჯაყელების სასახლეც. რეაბილიტირებულ და მოოქროვილ გუმბათიან ახმედიეს მეჩეთში კი ეპიგრაფიული ძეგლების გამოფენა იქნება.
ისტორიულ ციხე-ქალაქში კულტურული ძეგლების გარდა გაიხსნა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ამფითეატრი, თოჯინების თეატრი, რესტორანი, ორი კაფე-ბარი. ამას გარდა, ისეთი ბრენდების მაღაზიები , როგორიცაა - ”სვოჩი”, ”აქსესორ აიდი”, ’ბენეტონი”, ”მექსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”. იმუშავებს ”ზარაფხანაც”, ”საქართველოს ბანკის” ფილიალი, ”ბილაინის” ოფისი, აფთიაქი ”პე-ეს-პე”, ქორწინების სახლი.
ახალციხის ციხის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 34 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

„ კეჩხობი - 2012“ საზეიმოდ დაიხურა

7 აგვისტოს საზაფხულო ინტეგრაციული ბანაკი - ,,კეჩხობი 2012" საზეიმოდ დაიხურა. ოზურგეთის, სამტრედიის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტებიდან, თბილისიდან და აზერბაიჯანის რაიონებიდან სულ 48 ბავშვმა ორი კვირის მანძილზე პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტ დაბა კეჩხობში დაისვენა.
სხვადასხვა ღონისძიებებით; სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებებით, ლაშქრობებით, ექსკურსიებით, რომელიც ახალციხის ციხეზე და ბორჯომის ეროვნულ პარკში მოეწყო, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებით დატვირთულმა ორმა კვირამ ბავშვები ერთმანეთთან დაახლოვა და დაამეგობრა.

ვრცლად: „ კეჩხობი - 2012“ საზეიმოდ დაიხურა