პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

განახლდა ახალციხის ისტორიული უბანი - რაბათი

ოფიცილურ გახსნაზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შარლ აზნავურმა იმღერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის ციხეს აღმშენებლობის გვირგვინი უწოდა.
,, ჩვენ ავაშენეთ რაბათი, რომელიც არის გვირგვინი აღმშენებლობის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. აღდგა და გადაიხურა ჯაყელების სასახლეც. რეაბილიტირებულ და მოოქროვილ გუმბათიან ახმედიეს მეჩეთში კი ეპიგრაფიული ძეგლების გამოფენა იქნება.
ისტორიულ ციხე-ქალაქში კულტურული ძეგლების გარდა გაიხსნა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ამფითეატრი, თოჯინების თეატრი, რესტორანი, ორი კაფე-ბარი. ამას გარდა, ისეთი ბრენდების მაღაზიები , როგორიცაა - ”სვოჩი”, ”აქსესორ აიდი”, ’ბენეტონი”, ”მექსი”, ”პიერ კარდენი”, ”პუმა”. იმუშავებს ”ზარაფხანაც”, ”საქართველოს ბანკის” ფილიალი, ”ბილაინის” ოფისი, აფთიაქი ”პე-ეს-პე”, ქორწინების სახლი.
ახალციხის ციხის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 34 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.