იურისტების სამუშაო შეხვედრა
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 09 ნოემბერი 2017 11:24
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2082
მოქალაქეობის არმქონე ,,თვითრეპატრირებული“ მესხი სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი მდგომარეობა და სტატუსის მინიჭების საკითხი, მესხთა რეპატრიაციის შესახებ 2012 წლის სამართლებრივი პრობლემების ზოგადი მიმოხილვა და ადვოკატირება, ეს საკითხები იყო განხილული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ოფისში გამართულ იურისტების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში შედგა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტში დასაქმებული იურისტები, როგორც თბილისიდან, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასაკირალიდან და ახალციხიდანაც. .
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ აუცილებელია შეხვერდა უკვე სტატუსმიღებულ რეპატრიანტებთან, რათა გავაცნოთ მათ თუ რა შემდგომი პროცედურები უნდა გაიარონ მოქალაქეობის მიღებამდე - იქნება ეს განცხადების დაწერა თუ აზერბაიჯანის მოქალაქეობის დატოვება. ყოველივე ქმედების განხორციელებაში ,,თვითრეპატრირებულ“ მესხებს კონსულტაციებს ასოციცია ,,ტოლერანტის“ ადვოკატები გაუწევენ.
მორიგი სამუშაო შეხვერდა სექტემბრის თვეში დაიგეგმა.