პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ასოციაცია „ტოლერანტის“ ანგარიში საზოგადოებას

პროექტის ,პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების უფლებების დაცვა, მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში", ფარგლებში ასოციაცია „ტოლერანტმა“ საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. .
პროექტმა სტარტი 2011წლის იანვარში აიღო. თერთმეტ თვიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენრში გაიმართა და მას ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები, პროექტის ასისტენტები; ახალციხიდან, ახალქალაქიდან, ადიგენიდან ასპინძიდან, ბორჯომიდან, არასამთავრობო ორგანზაციებისა და პროფესიული კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომადგენლები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები, სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, იურისტები და ფსიქოლოგი ესწრებოდა.

„რეგიონში ეს არის ერთადერთი პროექტი რომელიც პრობაციონერების საკითხზე მუშაობს. თერთმეტი თვის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებები რაც იმ ჯგუფის დამსახურებაა რომელიც ამ პროექტში არის ჩართული“,- ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.
ამის შემდეგ პროექტის მოკლე პრეზენტაცია ასოციაციის იურისტმა დავით თელიაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციის პირველ ნაწილში მან სამიზნე ჯგუფებზე ისაუბრა;
პროექტის სამიზნე ჯგუფები;სამცხე- ჯავახეთი სრეგიონში მცხოვრები 14-30 წლამდე ახალგაზრდა პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი),საქართველოს არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო, რეგიონის სამართალდამცავი ორგანოები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, რეგიონის სკოლების უფროსკლასელები, სტუდენტები და სხვა.
„მიზანი ახალგაზრდებისა და უფროსკლასელების პროექტში ჩართვისა არის ის რომ პროეტის დამთავრების შემდეგ მათ ისევ გააგრძელონ საზოგადოებაში პროპაგანდა პრობაციონერების შემწყნარებლობის კუთხით“,- განმარტა დავით თელიაშვილმ
პროექტის მიზნები და ამოცანები; რეგიონში მცხოვრები პირობითი მსჯავრის მქონე ახალგაზრდების რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი პროფესიული გადამზადება დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. რეგიონის მოსწავლე- ახალგაზრდების, სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება დანაშაულის პრევენციის მიზნით, რეგიონის მოსახლეობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ინფორმირება, ახალგაზრდა პრობაციონერების ადვოკატირება.
განხორციელებული სამუშაოები;პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა რესოციალიზაციის ხელშემწყობი „საინფრმაციო საკნსულტაციო ცენტრი“ სადაც ახალგაზრდა პრობაციონერები უფასო იურიდიული კონსულტაციებს იღებენ. რეგიონის მაშტაბით ჩატარდა ახალგაზრდა პრობაციონერების საჭიროებების კვლევა და განხორციელდა მათი პროფესიული გადამზადება ადგილობრივ პროფესიულ კოლეჯებში და სასწავლო ცენტრებში, სადაც გადამზადება 60 პრობაციონერმა გაიარა. შეძენილი პროფესიით დასაქმდა 16 პირობითი მსჯავრდებული. ჩატარდა სხვადასხვა აქციები, დისკუსიები და ტრენინგები.
„პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი მოხალისე ფოკუს ჯგუფიც რომლებსაც ადამიანის უფლებებზე ჩაუტარდათ ტრენინგები. ამავე ფოკუს ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში, ქალაქის დასუფთავების, განაშენიანების, კულტურული ძეგლების აღდგენის აქციებში“,- თქვა ასოციაციის იურისტმა.
ასევე პროექტის ფარგლებში გამოიცა ორი სამ ენოვანი (ქართული, რუსული და სომხურ ენებზე) საინფორმაციო ბუკლეტი და სამი ბიულეტენი. მომზადდა ორი სატელევიზიო სიუჟეტი რომელიც ახალციხისა და ბორჯომის ტელევიზიებით იყო ნაჩვენები. პრობაციონერების სოციალურ და პირად პრობლემებზე გაკეთდა სოციალური კლიპი. რომელიც პრეზენტაციის ბოლოს ნახა დამსწრე საზოგადოებამ, კლიპის გარდა ნაჩვენები იყო ბორჯომის ტელევიზიის ჟურნალისტის მიერ მომზადებული სიუჟეტი სადაც თემაზე „ენდობი თუ არა პრობაციონერს“, მოსახლეობა იყო გამოკითხული. ამის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებამ პროექტი შეაფასა.
„სიუჟეტმა აჩვენა რომ საზოგადოების უნდობლობა დიდია პრობაციონერების მიმართ რაც თავის მხრივ პრობლემას ამძაფრებს. ეს კი პრობაციონერის მხრიდან განმეორებითი დანაშაულის მიზეზი შეიძლება გახდეს. კარგი იქნება პროექტში პრობაციონერების მიმართ საზოგადოების განწყობილება იქნება გათვალისწინებული“,- თქვა ფსიქოლოგმა გულიკო ბექაურმა.
იურისტმა ნელი ღონღაძემ ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პირობით მსჯავრდებულების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ხშირ შემთხვევებში როდესაც დანაშაული ხდება, ეჭვი პირობით მსჯავრდებულზე მიაქვთ . მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ამ დანაშაულთან კავშირში. იწყება გაუთავებელი დაკითხვები. ამ დროს ირღვევა პრობაციონერის უფლებებიც და ფსიქიკაც. ვფიქრობ რომ ეს პროექტი მათი რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებაა“,- თქვა მან.
შეხვედრას ესწრებოდა პროფესიულ კოლეჯ „ოპოზარის“ ხელმძღვანელი ბელა ავალიშვილიც. „ოპიზარში“ 60-მდე პრობაციონერმა სხვადასხვა სასწავლო კურსი გაირა. ბელა ავალიშვილის თქმით პროექტმა სტუდენტებს დამეგობრებაში და ინტეგრაციაში შეუწყო ხელი.
„თავიდან სხვა სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა უჭირდათ. სურათების გადაღებასაც კი ერიდებოდნენ. თუმცა დროსთან ერთად ეს ბარიერი გადალახეს. არ მიგვრძვნია რომ მათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჭირდებოდათ“,- თქვა ბელა ავალიშვილმა.
შეხვედრის ბოლოს „ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა „ფოკუს ჯგუფის“ ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთა და საჩუქრად ფოტოაპარატი გადასცა.