პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

ფლეშმობით ნაჩვენები ტოლერანტობა

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება გაიმართა, თუმცა ამ მხრივ თამად შეიძლება ითქვას გამორჩეული იყო ფლეშმობი, რომელიც ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ორგანიზებით მოეწყო.
რაც უფრო მეტი მონაწილეა, მით უფრო სანახაობრივია წარმოდგენა, ამიტომაც ფლეშმობი ქალაქის ცენტრში დაიდგა და რადგან ფლეშმობი ახალციხეში პირველად მოეწყო მის საყურებლად ისედაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. .
როგორც ფლეშმობის მონაწილეები გვეუბნებიან ფლეშმობი ადამიანების ჯგუფია, რომლებიც ახორციელებენ უჩვეულო ქმედებებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ყველაფერი ჩხუბის ინსცენირებით დაეწყოთ. თავდაპირველად ხმამაღალმა ყვირილმა მიიქცია ქუჩაში მოსიარულეების ყურადღება, შემდეგ ორი ბიჭი წაკინკლავდა და წრეც შეიკრა, რასაც მუსიკა და ცეკვა მოჰყვა.

ამასთანავე, ფლეშმობის მონაწილეები საზოგადოებას პრობაციონერების სოლიდარობისკენ მოუწოდებდნენ ტრანსფარანტებით - ,,ტოლერანტობა პრობაციონერებს“, ,,ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“.
,,ფლეშმობი ჩვენი იდეა იყო, რომელიც გავაცანით ,,ტოლერანტის“ მოხალისეებს და ასევე პროექტში მონაწილე ფოკუსკგუფის უფროსკლასელებს. ახალგაზდრებმაც აიტაცეს იდეა და დაიწყეს მზადება“, - საუბრობს პროექტის ასისტენტი მაკა ივანიძე.
,,ამ ტიპის ივენთები შეიძლება ჩატარდეს ორგანიზაციების მხარდაჭერით, რადგან ხშირად უფრო მეტ ეფექტს და გახმაურებას ჰპოვებს ხოლმე, ძალიან კარგი იქნება ,,ტოლერანტის“ მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და ქალაქში უფრო ხშირად მოეწყობა ფლეშმობი“, - ამბობს მონაწილე თაკო რეხვიაშვილი.
,,პრობაციონერების მიმართ ფლეშმობით გამოხატული გვერდში დგომა კარგი მიგნებაა, მომეწონა და მადლობა იდეის ავტორებს ასეთი ორიგინალურობისთვის“, - გვითხრა სკოლის მოსწავლე ნინიკო კურტანიძემ.
ფლეშმობი ,,პირობითი მსჯავრდებული ( პრობაციონერი) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტს ევროკავშირი აფინასებს.
ფლეშმობის ქორეოგრაფებს ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ საჩუქრად სამი MP3 ფლეიერი გადასცა.