პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

საპარლამენტო არჩევნების გამო გადადებული საქმიანობები

ასოციაცია ,,ტოლერანტში’’ პროეტის „ახალგაზრდა მსჯავრდებული (პრობაციონერების) ხელშეწყობა სამხცე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში პროექტის ასისტენტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ასისტენტებმა ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ბორჯომიდან და ადიგენიდან კვარტალური ანგარიშები წარადგინეს.
წარმოდგენილი ანგარიშები საქმიანობებით დატვირთული არ აღმოჩნდა რაც ასისტენტებმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდით ახსნეს. ადიგენის ასისტენტის ანგარიშიდან ;
„პრობაციონერების დასაქმებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას შევხვდი. მათ რამდენიმე პრობაციონერს რეკომენდაცია გაუწიეს. შედეგად ადგილობრივი დამსაქმებლებისგან დადებითი პასუხის მივიღეთ და ორი პრობაციონერი დასაქმდა“,- განმარტა რეზო სულაქველიძემ.

ანგარიშში წარდგენილი იყო განახლებულ პრობაციონერების სია, რომელსაც ორი ახალი შემთხვევა დაემატა, ცამეტმა პრობაციონერმა კი სასჯელი მოიხადა. ისინი ავტომატურად გამოეთიშნენ ბაზას.
„დღეისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში 32 პრობაციონერია აღრიცხვაზე აყვანილი, ყველა მათგანთან ჭიდრო კავშირი მაქვს და აქტიურად ვთანამშრომლობთ“,- განმარტა პროექტის ასისტეტმა .
წინა ანგარიშების მსგავსად პრობაციონერების გაზრდილი სია წარმოადგინა ბორჯომის ასისტენტმა. ბაზას 27 ახალი პირობითი მსჯავრდებული დაემატა. საიდანაც ერთი ქალია.
„ვთანამშრომლობ ადგილობრივ ტელევიზიასთან, ხელისუფლებასთან და პრობაციის ბიუროსთან. აქტიურად ვმუშაობ საინფორმაციო კუთხით; ტელევიზიით ვაჩვენეთ პრობაციონერებზე გადაღებული ახალი სოციალური კლიპი და დავარიგე საინფორმაციო ბუკლეტები“,- თქვა შეხვედრაზე ასისტენტმა ბორჯომიდან გიგა სამსონიძემ.
ახალციხის პრობაციის ბიუროს აგვისტოს თვის მონაცემებით 30 წლამდე 11 ახალი პრობაციონერი დაემატა ახალციხის რაიონს. ასისტენტი ახალციხიდან პრობაციონერების დასაქმების მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს ადგილობრივ ბიზმესმენებთან და დამსაქმებლებთან აწარმოებს.
„შეიქმნა ახალი სოც. კლიპი რომლის სიუჟეტიც და ტექსტიც პროექტზე მომუშავე ჯგუფს ეკუთვნის. კლიპი რეგიონის ყველა ადგილობრივ ტელევიზიას გადავუგზავნეთ საჩვენებლად“,- გამარტა პროექტის ასისტენტმა ახალციხიდან ჰაიკ პეტროსიანმა.
შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა ნომებრის თვეში გასახორცილებელი სამუშაოების ციკლი, რომელიც მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების გამო დროებით შეჩერდა. ყველა რაიონში განახლდება ტრენინგები, რომელსაც პრობაციონერები სპეციალურად შექმნილ ფოკუსჯგუფებთან ერთად გაივლიან. განახლდება აქციები და დისკუსიები. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა შეხვედრის ბოლოს ასისტენტებს დავალებები მისცა და რეკომენდაციები გაუზიარა.
„ყველა პრობაციონერთან მჭიდრო კავშირი იქონიეთ, აქტიური მოლაპარაკებები აწარმოეთ დამსაქმებლებთან. დასაქმება მათთვის საზოგადოებაში რესოციალიზაციის საუკეთესო გზაა, რაც თავის მხრივ პროექტის დიდი წარმატებაა“,- განაცხადა შეხვედრის ბოლოს ცირა მესხიშვილმა.