სოციალური პროექტები მიგრანტებისთვის
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 12:25
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 3176
ასოციაცია ,,ტოლერატი“ პროექტის ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ ფარგლებში, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოსულ მიგრანტებს სხვა სერვისებთან ერთად თავაზობს სოციალური პროექტების დაფინანსებას მცირე ბიზნესის დაწყებისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებისთვის, რომლის პირველი ეტაპის განხილვაც 24 აგვისტოს დასრულდა.
ვრცლად: სოციალური პროექტები მიგრანტებისთვის



25 აგვისტოს ქ. გორში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ და ქარელის რაიონის სიფელ რუისში , გაიმართა პროექტ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაცია. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯება.
,,ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, ვარძიაში ტრენინგ პროგრამა „უსაფრთხო სკოლა“ ჩატარდა. ტრენინგს ესწრებოდნენ: ნინოწმინდის,ტურცხის, ზაკის, კოთელიის,გორელოვკის, ოშორისა და დამალის სკოლის მასწავლებლები და მშობლები.



