პროექტ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაცია
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 09:01
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2157
25 აგვისტოს ქ. გორში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ და ქარელის რაიონის სიფელ რუისში , გაიმართა პროექტ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პრეზენტაცია. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა, საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცა, რაც რამდენიმე მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; მეორე მხრივ, პროგრამის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და, ასევე მიგრაციის და კერძოდ, რეინტეგრაციის ხელშეწყობის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და განვითარება.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
• სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
• სოციალური პროექტების დაფინანსება, როგორც შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ასევე თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
• იურიდიული დახმარება (კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე; წარმომადგენლობის გაწევა შესაბამის ორგანოებში; ფასიანი სახელმწიფო მომსახურების ანაზღაურება და სხვა.)
• დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში;
• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა;
პროგრამის ფარგლებში, ასევე განხორციელდება საზოგადოებისინფორმირებისპროგრამა, რომლის ფარგლებში განხორციელებული აქტვობებით საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდოთ შესაბამისი და ზუსტი ინფორმაცია იმ საქმიანობის შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, რათა ასევე, პირდაპირი თუ ირიბი გზებით აღნიშნული ინფორმაცია სწორად მივიდეს სამიზნე ჯგუფამდე.
საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით), რომლებიც:
• საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
• სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.
აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს.
პროექტს სამცხე ჯავახეთში და შიდა ქართლი ახორციელებს „ტოლერანთი“ –
გორში ,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის" პარტნიორი ორგანიზაციაა ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი"
მისამართი: გორი,1400, თარხნიშვილის #20ა
ტელეფონი: (+995) 0 370 27 98 25; (+995)599 139 129
საკონტაქტო პირი: თამარ ტაველიძე (კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)