სოციალური პროექტები მიგრანტებისთვის
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 12:25
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2983
ასოციაცია ,,ტოლერატი“ პროექტის ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ ფარგლებში, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოსულ მიგრანტებს სხვა სერვისებთან ერთად თავაზობს სოციალური პროექტების დაფინანსებას მცირე ბიზნესის დაწყებისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებისთვის, რომლის პირველი ეტაპის განხილვაც 24 აგვისტოს დასრულდა.
პირველ ეტაპზე შემოვიდა 10 სოციალური პროექტი სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლიდან,მოწვეული კომპეტენტური კომისიის 4 კრიტერიუმით შეფასებულ ჯამური ქულით გამოვლინდა 7 გამარჯვებული სოციალური პროექტი. მიგრანტებს გადაეცათ კომისიის მიერ შემუშავებული შენიშვნები და რეკომენდაციები წერილობითი სახით. დანარჩენ სამ მიგრანტს კი გადაეცათ რეკომენდაცია წარმოაგინონ სხვა იდეა.
პროექტების განხილვამდე ჩატარდა მონიტორინგი ორივე რეგიონში, რომლის საფუძველზეც შეფასდა თითეული მათაგანისთვის სოციალური პროექტის განხორციელების საჭიროება.
კომისიის გადაწყვეტილების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ბიზნეს ტრენინგი.
გამარჯვებული სოციალური პროექტების ავტორებს ასოციაცია ,,ტოლერნატი“ უსურვებს წარმატებებს.