ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ბიზნეს ტრენინგი მიგრანტებისთვის

7 სექტემბერს, ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალური პროექტების კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული მიგრანტებისთვის ბიზნეს ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ თანამშრომელი ქ-ნი ლია ზედგინიძე უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ბიზნეს-საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების, საჭირო უნარ-ჩვევების, აუცილებელი ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობის უკეთ წარმართვაში.კერძოდ მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ:
• გამოავლინონ ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები;

• გამოავლინონ რისკფაქტორები და მათი მოგვარების გზები;
• დასახონ გრძელვადიანი გეგმები ბიზნესის გაფართოების მიზნით;
• დასახონ პროდუქციის შეფუთვის,რეალიზაციისა და მომხმარებლის მოზიდვის გზები და სხვა;
შეხვედრა დაიწყო პროექტის მიზნებისა და ამოცანების და მის ფარგლებში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. შემდეგ კი ქალბატონმა ლიამ, დამსწრეებს წარუდგინა პრეზენტაცია ,,როგორ ვმართოთ ბიზნესი“, რის შემდეგაც მიგრანტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ტრენინგის შემდეგ კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ მიგრანტებთან გაფორმდა ხელშეკრულება საგრანტო თანხის გადაცემათან დაკავშირებით.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.