მთავარი
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1530
21-24 მარტს პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ახალციხეში, პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ ყოფილი პატიმრებისთვის ბიზნეს ტრენინგები ჩატარდება.ოთხდღიან ტრენინგს თბილისიდან მოწვეული GPG ტრენინგის კურსის კოორდინატორი, როინ ხინთიბიძე და ბიზნეს ტრენერი, ქეთევან ხმალაძე გაუძღვებიან. ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ადიგენიდან, ბორჯომიდან, ასპინძიდან და ახალციხიდან 24 ყოფილი პატიმარი ტრენინგების გავლის შემდეგ სპეციალურ სერთიფიკატებს მიიღებს.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1009
რეპატრირებულ მესხს გიორგი მანზულოვს მოსწავლის სტატუსი კი აღუდგა, მაგრამ გასულის წლის მსგავსად ის წელსაც მეშვიდე კლასის მოსწავლეა. .
თავდაპირველად პრობლემის გასარკვევად და შვილის დასახმარებლად ასოციაცია ,,ტოლერანტს“ გიორგი მანზულოვის მამამ მომართა.
,,გიორგი კლასში ჩატოვეს, მერვეში არ გადაიყვანეს, ისევ მეშვიდე კლასშია. რა ვქნა? დამეხმარეთ“, - გვითხრა რეიზ მანზულოვმა.
გიორგი მანზულოვი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მას და მის მსგავსად მოქალაქეობის არმქონე მოსწავლეებს მოსწავლის სტატუსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდათ.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1466
ასოციაცია ,,ტოლერანტში“ არსებულ სასწავლო პროფესიული მომზადების ცენტრ ,,პროფესიონალში“ ამჟამად მიმდინარეობს კურსი დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის - ,,ბასს“ და ,,ფასს“ სტანდარტებით და ,,ორისის“ პროგრამა.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო კურსზე დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის მიღება ისევ გრძელდება, დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მოაკითხოთ ასოციაცია ,,ტოლერანტს".
არაერთი კურსდამთავრებული , რომლებმაც ზემოაღნიშნული კურსი გაიარეს დღეს დასაქმებულები არიან კერძო და სახელმწიფო ბიზნეს სექტორში.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1196
პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების პირველი ეტაპისთვის პატიმრების სიები უკვე დაზუსტებულია და მას ათი ბენეფიციარი გაივლის.
სიები ანკეტირების საფუძველზე დგება, რომელიც ყოფილი პატიმრების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს.
კონსულტაციები 19-20 მარტიდან დაიწყება და თბილისიდან მოწვეული ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი წარმართავს..
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1367
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ორგანიზაცია ,,ტოლერანტს“ შორის ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის ,,ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში", ფარგლებში
მემორანდუმი გაფორმდა. .
დოკუმენტის მიხედვით ასოციაცია ,,ტოლერანტი“ უზრუნველყოფს საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მაქსიმალურ ჩართულობას პროექტში, მხარეების მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
თავის მხრივ კი საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი პერიოდულად მიიღებს მონაწილეობას პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობებში - დისკუსია-საუბრებში და ყოფილი პატიმრების ხელშემწყობ სხვა საქმიანობებში.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ყოველმხრივ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და ასოციაცია ,,ტოლერანტის“ შორის.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1581
პროექტის „პირობითი მსჯვარდებული ( პრობაციონერი) რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ახალქალაქში, კოლეჯ „ცოდნაში“, ამავე პროექტის ფარგლებში ნარკომანიის თემაზე გადაღებული კლიპის ჩვენება მოეწყო. ჩვენებას ახალქალაქის საჯარო სკოლების უფროსკლასელები, სტუდენტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლიპის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა თემაზე - „ძალადობა ჩვენს ცხოვრებაში“.
„კლიპში ნაჩვენები ნარკომანიისა და ძალადობის თემა დღეს ძალიან აქტუალურია. ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიაც ამავე თემას ეხმიანებოდა და განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობდნენ“,- თქვა პროექტის ასისტენტმა ახალქალში, ვაგარშაკ შახბეკიანმა.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1575
პროექტს ,,ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში", რომელსაც ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ახორციელებს სხვა მრავალ საქმიანობების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უფასო სამედიცინო დახმარებას. . დამთავრდა ხელშეკრულებების გაფორმება ბორჯომის, ახალციხისა და ახლქალაქის სამედიცინო დაწესებულებებთან და რადგანაც ყოფილი პატიმრები საქმიანობის შესახებ საკმაოდ ინფორმირებულები იყვნენ, ამ მოკლე ხანში უფასო სამედიცინო დახმარება უკვე ოთხ პატიმარს გაეწია.
ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი ხანგძლივობა 18 თვეა.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1120
სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ 17-19 მაისს საერთაშორისო–სამეცნიერო თემატურ კონფერენციას მართავს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში დაგეგმილი კონფერენცია, რომლის თემაა ,,დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1290
პროექტის „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ყოფილი პატიმრების ანკეტირება დაიწყო. ანკეტირების მიზანია მათი საჭიროებების გამოვლენა იურიდიული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურების კუთხით.
ანკეტირების პირველ შედეგებზე პროექტის სოციალურ აგენტს მაკა ივანიძეს ვესაუბრეთ. მისი განმარტებით პროექტმა ბენეფიციარების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ბევრ მადგანს უკვე აქვს პროფესია, მაგრამ სურვილი აქვთ ხელახლა გაიარონ გადამზადების კურსი. ყველაზე დიდი დაინტერესება იურიდიული და სამედიცინო მომსახურების კუთხით იყო“, -განმარტავს ის.
ანკეტირება გარდა ახალციხისა, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება.
- დეტალები
- ავტორი: Super User
- კატეგორია: მთავარი
- გადასვლები: 1374
ასოციაცია „ტოლერანტში“ პროექტის „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენცია“ ფარგლებში, რეპატრირებულ მესხებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად შეხვედრის ინიციატორი პროექტის იურისტი ნელი ღონღაძე იყო.
. „მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ და ჩვეულებრივ წესებზე ვისაუბრეთ. საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ 26-ე მუხლის მიხედვით მათ ჯერ უნდა დატოვონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამის შემდეგ შეუძლიათ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები“,- ამბობს ასოციაცია ტოლერანტის იურისტი.
ვრცლად: მოქალაქეობა - რეპატრირებული მესხების გადაუჭრელი პრობლემა