ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ტოლერანტი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

2018  წლის 3 აპრილს ასოციაცია ,,ტოლერანტმა" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პროექტის ,,რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად"  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში ჩეხური საერთაშორისო  ორგანიზაცია ,,people  in need" და მისი პარტნიორები .

პროექტის მიზანია:

  • რეგიონული სსო-ების გაძლიერება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისა მიმართულებით, რათა გახდნენ რეგიონებში დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვექტორები;
  • დახმარება სოფლად მწარმოებლებს DCFTA მოთხოვნებთან ადაპტირებაში, ევროპის ბაზრებთან ქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის;

სულ მალე ასოციაცია "ტოლერანტის"  ბაზაზე გახსნილი საინფორმაციო რესურს მაგიდა დაიწყებს აქტიურ მუშაობას, რომელიც  დაეხმარება ადგილობრივ სასოფლო სამეურნეო საწარმოებს, ფერმერებსა და აგრო-მეწარმეებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ DCFTA-ს შესახებ, საკუთარი პროდუქცია მოიყვანონ შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და შეძლონ წვდომა ევროპულ ბაზრებზე.

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მეწარმეებს, ფერმერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს  გთხოვთ მოგვმართეთ კონსულტაციებისა და ინფორმაციის გასაცნობად ოფისში მისამართზე: რუსთაველის ქ. #47

ტელ: 03650 22 05 86 ; მობ: 571787775,  557227515