ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

შეხვედრები პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, სამოქალაქო სექტორის მიერ, იდენტიფიცირებული პრობლემების, მოგვარებისთვის, აუცილებელი, კონკრეტული შეთავაზებების შემუშავების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ-ორგანიზაციის, დემოკრატ მესხთა კავშირის სწარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილს შეხვდნენ.
მანამდე მსგავსი შეხვედრა, გაიმართა ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ კაპანაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "თანადგომა შვილებს" თავმჯდომარე მაია გაჩეჩილაძესთან.
შეხვედრები ტარდება პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Konrad-Adenauer-Stiftung (KAS) მიერ Civil Society Institute (სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI)). კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC , საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობით. 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირი შეირჩა.