საინფორმაციო-რესურს მაგიდის გახსნის პრეზენტაცია
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 04 მაისი 2018 13:08
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2005
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA)საინფორმაციო რესურს მაგიდის გახსნის ღონისძიების, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი.
პროექტის მიზანი : რეგიონული სსო-ების გაძლიერება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ ამ კუთხით დახმარება გაუწიონ სოფლად მწარმოებლებს DCFTA მოთხოვნებთან ადაპტირებაში, ევროპის ბაზრებთან ქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მცირე და საშუალო მეწარმეები, ფერმერები, სათემო ორგანიზაციების წარმოამდგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ჩეხური ორგანიზაციის PIN–ის წარმომადგენლები ბატონი ზაალ ანჯაფარიძე და ქალბატონი სოფიო გოდუაძე.შეხვედრა გახსნა ასოციაცია „ტოლერანტი“–ის დირექტორმა ქ. ცირა მესხიშვილმა. მისასალმებელ სიტყვაში მომხსენებელმა დამსწრეებს მოკლედ გააცნო ევროპის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანის პრესპექტივები და ოფიციალურად გამოაცხადა ასოციაციაცია „ტოლერანტის“ ბაზაზე საინფრმაციო რესურს -მაგიდის ფუნქციონირება
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ჩეხური ორგანიზაციის PIN–ის წარმომადგენელმა, ბატონმა ზაალ ანჯაფარიძემ. მან განაცხადა,რომ ევროკავშირის პროექტის, ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორობა მიდინარეობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რადგანაც ისინი ახლოს არიან იმ თემებთან და მეწარმე ფერმერებთან, რომლებიც წარმოადგენენ სამიზნე პირებს. პროექტის მთავარი მიზანია, რეგიონის მცირე მეწარმებმა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გაიტანონ ქვეყნის გარეთ არსებულ სავაჭრო სივრცეში, ამასთანავე წარმოებული პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში იმუშავებს საინფორმაციო–რესურს მაგიდა, რომელიც დაეხმარება მეწარმეებს სწორ ადაპტაციაში ევროპასთან ვაჭრობის უზრუნველსაყოფად. გამოიკითხა 500 მეწარმე, რომლებიც ექსპორტს აწარმოებენ, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ არ იცოდა ევროპასთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი რეგულაციების შესახებ. მომხსენებელმა წარმატება უსურვა დამსწრე საზოგადოებას მომავალ საქმიანობაში.მისასალმებელი სიტყვის ბოლოს ბატონმა ზაალ ანჯაფარიძემ საინფორმაციო რესურს მაგიდების წარმომადგენლებს თამარ სამსონიძეს და ინგა ცუცქირიძეს, გადასცა სერთიფიკატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგ–სწავლება.
ცირა მესხიშვილმა წარმოადგინა პროექტის"რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" პრეზენტაცია და მოკლე მიმოხილვა: მიზანი და ამოცანები,სამიზნე რეგიონები და ორგანიზაციები,რესურს მაგიდების მუშაობის მიზანი და მთავარი ასპექტები
როგორც პრეზენტატორმა აღნიშნა, საქართველოში ამჟამად გაიხსნა 23 რესურს–მაგიდა. ასევე ჩატარდა PMC ორგანიზაციის მიერ მრავლისმომცველი ტრენიგების რამდენიმე ეტაპი, რომელიც დაეხმარება საინფორმაციო რესურს მაგიდების კონსულტანტებს ფერმერების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს გაუწიონ კვალიფიციური მომსახურეობა.
პრეზენტაციები გააკეთეს აგრეთვე საინფორმაციო მაგიდების კონსულტანტებმა თამარ სამსონიძემ და ინგა ცუცქირიძემ, მათ აღნიშნეს, რომ საინფორმაციო რესურს მაგიდები ბენეფიციარებს მიაწოდებენ ინფორმაციას DCFTA სტანდარტებზე, პროდუქტის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქტის გასაღების ბაზრებზე ასევე მიკრო და მცირე ბიზნესისათვის პროგრამებზე და სხვა. საინფორმაციო რესურს მაგიდების წარმომადგენლებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფებს მიეწოდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, კონსულტაციების განრიგი და საკონტაქტო ინფორმაცია, დაეხმარებიან მეწარმეებს ბიზნეს განაცხადების მომზადებაში და ა. შ.
პრეზენტაციამ საკმაოდ საინტერესო და აქტიურ ვითარებაში ჩაიარა. გამოიკვეთა მონაწილე საქმიანი ადამიანების მხრიდან აღნიშნული პროექტის და კონკრეტულად, რესურს–მაგიდების მუშაობის დაწყების მიმართ დიდი ინტერესი. მათ ჩანიშნეს შეხვედრები მათთვის აქტუალური საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აგრეთვე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მედია.