ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო პროექტი გამოაცხადა თემით ,,სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია“. ამ საკითხზე ქვეყნის მასშტაბით, 590 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 20 თებერვალია, რის შემდეგაც კომისია თითოეულ იდეას შეისწავლის და გამარჯვებულს გამოავლენს.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტში“ გაიმართა.