ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ „ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს

„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება

ველური ბუნების შენარჩუნებისა და დაცვის პარალელურად”

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადიგენის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს: დერცელი, კეხოვანი, მოხე, ნამინაური, არზნე, პატარა ზანავი, დიდი ზანავი, გომარო, კიკიბო, ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, ჭეჭლა, აფიეთი, ჩორჩანი, ფლატე ნაქურდევი, ზემო ენთელი, შოყა, ფხერო, ხევაშენი, ბოლაჯური,დიდი სმადა, პატარა სმადა)

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა

- ოჯახის მიერ მცირე საპროექტო განაცხადის მომზადება წერილობითი ფორმით, ქვემოთ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის შინაარსის მიხედვით;
- განაცხადის მოთავსება სპეციალურ საკონკურსო ყუთში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე;
- კონკურსზე დასწრება და წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის წარდგენა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებისათვის;
- კონკურსის დღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა.

საპროექტო განაცხადის შინაარსი

- განაცხადის სახელწოდება;
- პროექტის ძირითადი მიზანი;
- არსებული მდგომარეობის, პრობლემის და საჭიროების ანალიზი;
- გეოგრაფიული არეალი;
- დაგეგმილი საქმიანობები;
- პროექტის განმახორციელებელი (ვინ იქნება ჩართული პროექტის განხორციელებაში და როგორ იქნება გადანაწილებული მათი საქმიანობები);
- ხელისშემშლელი ფაქტორები (რამ შეიძლება შეუშალოს ხელი კონკრეტული იდეის განხორციელებას);
- განხორციელებული პროექტის შეფასება (კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მისი ხედვა, თუ როგორ იქნება შესაძლებელი განხორციელებული საქმიანობების შესრულების შეფასება);
- სავარაუდო ბიუჯეტი (პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა, რომელიც უნდა იყოს ჩაშლილი დაგეგმილი აქტივობების მიხედვით);
- პროექტის განხორციელების ვადები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევა განაცხადები, რომლებიც ითვალისიწინებს ირმისა და არჩვის და მათი საცხოვრებელი გარემოს დაცვის ხელშეწყობას და ამავე დროს დადებითი ეფექტი ექნება ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის იდეასთან ადეკვატურობა განხილულ იქნება კონკურსის დროს საჯაროდ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა მოათავსონ სპეციალურ ყუთში, 2016 წლის 3 აგვისტომდე.
მისამართზე: დაბა ადიგენი, კრეატიული დარბაზი

კონკურსის ჩატარების ადგილი: დაბა ადიგენი, კრეატიული დარბაზი
კონკურსის ჩატარების თარიღი: 2016 წლის 4 აგვისტო, 13.00 სთ.
მონაწილეთა რეგისტრაცია: 2016 წლის 4 აგვისტო, 11 სთ.

სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შერჩეული ჟიური უზრუნველყოფს საკონკურსო ყუთის გახსნას, საკონკურსო იდეების განხილვას, შეფასებასა და დაჯილდოებას საჯაროდ, კონკურსის დღეს.

შეფასების კრიტერიუმები
- განაცხადი უნდა უზრუნველყოფდეს ველური ბუნების დაცვის ხელშეწყობას და ოჯახის კეთილდღეობის გაუმჯობესებას;
- წარმოდგენილი იდეა უნდა იყოს დამაჯერებელი, რეალისტური და კონკრეტულ დროში განხორციელებადი;
- მონაწილემ უნდა შეძლოს იდეასთან დაკავშირებით ჟიურის წევრების კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
- იდეის წარდგენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 8000 ლარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება მაქსიმუმ 10 გამარჯვებული განაცხადი, ბიუჯეტით 500-დან 1600 ლარამდე, დამოკიდებული იქნება პროექტის მოცულობასა და საჭირო რესურსებზე.

საკონტაქტო პირები
ცირა მესხიშვილი - 599513622
ზაზა ჩილინგარაშვილი 599725810