ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

საინფორმაციო ფორუმი მცირე და საშუალო ფერმერებისთვის

 DSC004892018 წლის 12 დეკემბერს  13 ს-ზე სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი"-ს მიერ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA ) საჯაროს აინფორმაციო ფორუმი ჩატარდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, რომელიც ხორციელდება  ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში. პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა, სამეგრელო-ზემოსვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი.პროექტს ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია ,,PeopleinNeed"  და მისიპარტნიორები სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი , ასოციაცია “ათინათი”  და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი, პროექტის მიზანია :  რეგიონული სსო-ების გაძლიერება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, რათა მათ შეძლონ ამ კუთხით დახმარება გაუწიონ სოფლად მწარმოებლებს DCFTA მოთხოვნებთან ადაპტირებაში,  ევროპის ბაზრებთა ნქვეყნის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

 

საჯარო ფორუმზე მოწვეულ იქნა 40-მდე ადიგენის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობა, ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები.  ასოციაცია „ტოლერანტი“-ს ბაზაზე არსებული რესურს მაგიდის წარმომადგენელმა თამარა სამსონიძემ მოწვეულ საზოგადოებას გააცნო პროექტის მოკლე მიმოხილვა, ასოციაცია„ტოლერანტის“ ბაზაზე გახსნილი  DCFTA საინფორმაციო რესურს მაგიდების საქმიანობების შესახებ ინფორმაცია, დარეგისტრირებულთა სტატისტიკა, ფოტო მასალა  და პრეზენტაცია. მოწვეული იყო სურსათის უვნებლობის ექსპერტი მაია ბერუაშვილი, მან წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,კარგი წარმოებისა და ჰიგიენის პრაქტიკა და წინასწარი აუცილებელი პროგრამები მცირე და საშუალო ფერმერებისთვის“. პრეზენტაცია მოიცავდა საწარმოს მოწყობის სდანდარტებს, დადგენილებასა და ნორმებს. საწარმოს შიდა და გარემოწყობის, გამოყენებული სამშენებლო მასალების, ტექნიკის განლაგების და შიდა ინტერიერის განლაგების შესახებ ინფორმაციას. გაიმართა დისკუსია სხვადასხვა თემებზე. დაისვა კითხვები სსპ- სააგენტოს მომსახურების ღირებულების, აღიარების პროცედურების, ტყვიის შემცველი პროდუქტების, პროდუქტის ეტიკეტისა და სხვა თემების შესახებ, რომელსაც შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა ქ-ნმა მაია ბერუაშვილმა.

მოწვეული იქნა რეგიონალური ტელევიზია მე-9 არხი. ზემოთ აღნიშნული ფორუმის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ტელევიზიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში.

DSC00491

 DSC00519DSC00497